საქართველოში კორონავირუსით დღეს მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული თერჯოლაში მკურნალობდა.
კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის, დავით სარიშვილის, თქმით, პაციენტი 71 წლის ქალი იყო. ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს თანმდევი დაავადებებითა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.