“თბილისის საავადმყოფოში გამოკეტილი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ქრება” – სტატიას ამ სათაურით “გარდიანი” აქვეყნებს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი პირველია, ვინც პუტინის ამბიციების შესახებ მსოფლიო ჯერ კიდევ 15 წლის წინ გააფრთხილა.
სტატიის ავტორი ესაუბრა გიორგი მარგველაშვილსაც. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას საშინელს უწოდებს.