ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით, აღადგინოს ენმ-ის კონტროლი სასამართლოზე – კობახიძე

”ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო სისტემაზე… არამხოლოდ [აშშ-სგან], არის სხვადასხვა სუბიექტი, რომელიც ასეთ რაღაცებს ითხოვს… ნაცებს 2004-2012 წლებში ჰქონდათ კონტროლი, უფრო მეტიც, რაღაც წლები მერეც ჰქონდათ გარკვეული კონტროლი. 2015 თუ 2016 წელს დაკარგეს საბოლოოდ კონტროლი ნაციონალებმა სასამართლოზე… ზუსტად 2016-2017 წლებიდან იწყება ეს სტიგმატიზაცია, კლანის ტერმინის გამოყენება და ეს მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ერთადერთი მიზნით – ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნება სასამართლოზე, რასაც ვერ დავუშვებთ”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share