პირველი აღდგომა და ლიტანიობა, რომელიც ილია მეორემ ვერ ჩაატარა. სადღესასწაულო მსახურებას პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაუძღვა. სამებაში შეკრებილი მორწმუნები ერის სულიერ წინამღვარს ორი სააათი ელოდნენ.
დღეს საპატრაიქრტომაც ვერ დამალა, რომ ტაძარში მისვლაც კი პატრიარქის მხრიდან დიდი გმირობა იყო.
“ბირთვული ომის საფრთხე დგას” – თქვა ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეშ. ბევრი ისაუბრა მშვიდობაზეც. უკრაინასაც მხოლოდ მშვიდობა უსურვა. ომზე საუბრისას ეპოსტოლეში აგრესორი რუსეთი საერთოდ არ უხსენებია. ორაზროვანი იყო სიტყვა თავისუფ-ლების განმარტებაც.
თეოლოგები პირდაპირ ამბობენ, რომ სააღდგომო გზავნილები “ქართული ოცნებისთვის” სასარგებლო კონტექსტშია დაწერილი, რომელიც ზუსტად ერთი წელია ომის თემით სპეკულირებს.