ურეკში პლაჟზე მომხდარი ინცინდენტისას ორი ადამიანი – დედა შვილი-დაშავდა

ურეკში პლაჟზე მომხდარი ინცინდენტისას ორი ადამიანი – დედა შვილი-დაშავდა

ურეკის პლაჟზე მომხდარი ინცინდენტისას ორი დამსვენებელი დაშავდა.

როგორც “გურიის მოამბეს” ურეკიდან აცნობეს, დედა შვილი, კატერმა მაშინ ჩაითრია, როცა ეს უკანასკნელები მასზე ასვლას და გასეირნებას ცდილობდნენ.

ორთავე დაშავებული, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ფოთის “მალთაყვას” კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც დახმარების გაწევის შემდეგ, დაზარალებულები იმ ღამესვე გამოწერეს.

ადგილობრივები საუბრობენ ამორტიზირებულ  ტექნიკაზე, სკუტერებსა და კატერებზე რომლითაც  ხდება დამსვენებლების მომსახურეობა.

მათი განცხადებით, ეს მომხდარი ფაქტიც ამის დასტურია.

კატერებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს აქირავებს ხალხი რომლებსაც არანაირი ლიცენზია არ გააჩნია და შესაბამისად ამ ტიპის მომსახურეობის არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება.

ოფიციალურად ამ თემაზე საუბარს ყველა თავს არიდებს, თუმცა პრივატულ საუბრებში. დამსვენებლები აცხადებენ, რომ ამ სერვისზე მოშლილია ყველა ქვეყანაში არსებული რეგულაცია, არ მოქმედებს სალიცენზიო სისტემა და ამ ბიზნესში მხოლოდ მათ ეძლევეთა ჩართვის უფლება, ვინც ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ადიკო ივანიშვილთან ახლო ურთიერთობაში იმყოფება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share