კულტურის სამინისტრო რომ გაუმჭვირვალეა და საჯარო ინფორმაციას მალავს, ამას IDFI-ის კვლევაც ადასტურებს. უფრო მეტიც, თეა წულუკიანის უწყებას სამ წელზე მეტია ვებ გვერდიც კი არ აქვს. კულტურის სამინისტრო ერთადერთი არ არის, რომელიც გაუმჭვირვალედ დასახელდა, ჩამონათვალშია მთავრობის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
არასამთავრობოების და მედიის გამჭვირვალობის კვლევით დაკავებული ხელისუფლების შესწავლა IDFI-მ გადაწყვიტა. ორგანიზაცია დაინტერესდა, რა ხდება სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე. მონიტორინგი ჩაუტარდა პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის და სამინისტროების საიტებს. სრულყოფილი და განახლებული ინფორმაცია არსად არაა გამოქვეყნებული. არადა, სწორედ ამ მიზეზით აკრიტიკებს ხელისუფლება სხვებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი, საუბარია 71 პროცენტზე, მალავს 2023-მ წელს მიღებული და გაცემული გრანტების ოდენობას.