ჯო ბაიდენი რეალურად განიხილავს საპრეზიდენტო კამპანიიდან გამოსვლის ალბათობას – ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც კოვიდის დიაგნოზი დაუდასტურდა, ძალიან ახლოა გადაწყვეტილების მიღებასთან. ბაიდენის ნაბიჯს მთელი დემოკრატიული პარტია მოუთმენლად ელის. მათ შორის ვიცე-პრეზიდენტიც კამალა ჰარისიც, რომელიც არჩევნებში ბაიდენის ყველაზე რეალურ შემცვლელად განიხილება. სწორედ ჰარისია დემოკრატების ერთადერთი კანდიდატი, რომელიც გამოკითხვების მიხედვით დონალდ ტრამპის ყველაზე ძლიერი კონკურენტია.