დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეგფონო საუბრისას უთხრა, არ დაუჯეროს ყალბ ამბებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, რუსეთისთვის სასარგებლო იყოს – ვოლოდიმის ზელენსკის პრესმდივნის ამ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
სერგეი ნიკიფოროვის თანახმად, ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები.
”ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბები“, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის“,- ამბობს სერგეი ნიკიფოროვი.
ზელენსკის პრესმდივნის თქმით, ლიდერებმა ტრამპის უკრაინაში ვიზიტიც განიხილეს.
– აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Truthsocial-ში გამოაქვეყნა.
ზელენსკი კი დაწერა, რომ ტრამპს მიულოცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა და დაგმო მისი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში.