“აშშ-ში სრულიად ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განმსაზღვრელი და მათ შორის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის განმსაზღვრელი,” – ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი გიორგი ბადრიძე “რეაქციაში” საუბრობს.
ბადრიძე ეხმაურება სენატში მიმდინარე განხილვას, რომელიც საქართველოში არსებულ პროცესებს აღწერს და მოახლოებულ არჩევნებზე კეთდება აქცენტი.
”აშშ-ში სრულიად ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არჩევნები იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის განმსაზღვრელი და მათ შორის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის განმსაზღვრელი. მათ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება დაკარგონ პარტნიორი ქვეყნები, რუსეთმა, ჩინეთმა მოპარონ ქვეყნები, რომელსაც აშშ, ევროკავშირი წლების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებოდნენ და რუსეთს არალეგიტიმური დაჯგუფებების მხარდაჭერით მოუხდენია იქ გადატრიალება,“ – ამბობს გიორგი ბადრიძე.
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვა დაიწყო და სადაც ხაზგასმით თქვეს, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთთან და აშშ-სთან პარტნიორობას გადაუხვია და დაახლოვდა ჩინეთსა და რუსეთთან.