დევნილების დასახმარებლად – ენმ-ს ახალი ინიციატივა:
“სოციალურად დაუცველმა დევნილმა უნდა მიიღოს, როგორც სოციალური შემწეობა, ასევე დევნილის დახმარება.
არსებული მონაცემებით, დაახლოებით 33 000 დევნილი სოციალურად დაუცველია. სამწუხაროდ, ამ კატეგორიის დევნილები ორივე სახის დახმარებას ვერ იღებენ – დევნილისა და სოციალურად დაუცველის.
ენმ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს ნება და ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს.
თუ “ქართული ოცნება” არ გააკეთებს, ჩვენ დევნილების პრობლემების გადასაჭრელად გეგმა გვაქვს და გავაკეთებთ”.-მანუჩარ ახალაია.