ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების (United Nations Global Compact) წევრი გახდა. გაეროს გლბალური შეთანხმება მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელის მიზანია დედამიწა საცხოვრებლად კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით იცხოვროს. გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტი ქვეყნიდან 24 000-მდე კომპანიას აერთიანებს. UN Global Compact-ის წევრობის ფარგლებში ბახვი ჰესი გაწევრიანდა და 6 თვის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებს კლიმატისა და გენდერული თანასწორორბის აქსელერაციის პროგრამებშიც.
ბახვი ჰესის მიერ გურიაში განხორციელებული თითოეული სოციალური, ტექნიკური, თუ გარემოსდაცვითი პროექტი შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების კონკრეტულ მიზნებს: არა სიღარიბეს (მიზანი #01), ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (მიზანი #03), ხარისხიანი განათლება (მიზანი #04), გენდერული თანასწორობა (მიზანი #5), სუფთა წყალი და სანიტარია (მიზანი #06), ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია (მიზანი #07), ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა (მიზანი #08), შემცირებული უთანასწორობა (მიზანი #10), კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები (მიზანი #13), წყალქვეშა რესურსები (მიზანი #14), დედამიწის ეკოსისტემები (მიზანი #15), თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის (მიზანი #17)”