ჩოხატაურში ანტისახელისუფლო აქციები დეკემბრისთვის გადაიდო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სუფსის ხეობის სოფლების, ზემო სურების, სურებისა და დიდი ვანის მოსახლეობის მიერ დაწყებული საპროტესტო აქციები, შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში გაგრძელდეს.

აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” საპროტესტო აქციების მონაწილეების საინიციატივო ჯგუფიდან აცნობეს.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სუფსის ხეობის სოფლების, ზემო სურების, სურებისა და დიდი ვანის მოსახლეობამ, საავტომობილო გზის მოასფალტების მოთხოვნთ, ჩოხატაურის მერიის წინ, საპროტესტო აქციები დაიწყო.

მალევე შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერს, დავით შარაბიძესა და აქციის საინიციატივო ჯგუფს შორის.

ჩოხატაურის მერმა, აქციის მონაწილეების წინაშე ჩოხატაური სურების საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხების, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინების პირობა დადო, აქციის მონაწილეებმა კი საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის დეკემბრამდე შეაჩერეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share