ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, სამსახურეობრივი ავტომანქანა, “კიას” მარკის ჯიპი დაამტვრია, მომხდარი დამალა, საპატრულო ეკიპაჟმა კი დამტვრეული ავტომანქანა გადამალა.
როგორც “გურიის მოამბეს” ლანჩხუთიდან ატყობინებენ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ავტოკატასტროფაში ამავე მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის გზატკეცილზე მოხდა. სამსახურეობრივ ავტომანქანას მოქმედი მერი თავად მართავდა-შემთხვევა რამდენიმე თვის წინ ნოხდა.
თვითმხილველთა მტკიცებით, ადგილზე მისულმა ოზურგეთის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ცალკე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საჭესთან მჯდომი მერი გადამალეს, ცალკე კი დაზიანებული ავტომანქანა.
“კიას” მარკის ბოლო მოდელი ჯიპი, ლანჩხუთის მერს, მთავრობამ გასული წლის მიწურულს გადასცა.
სარიშვილი აღნიშნულ ჯიპს ხშირად თვითონ მართავდა და გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როცა ეს უკანასკნელი მართვას არაფხიზელ მდგომარეობაში ახორციელებდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ამ დროისათვის ავტომანქანა გადამალული ჰყავთ.
“გურიის მოამბე” დაინტერესდა მომხდარით, და ლანჩხუთის მერიას დაუკავშირდა, თუმცა პასუხის გაცემა ამ საკითხთან დაკავშირებით, უწყებიდან, რომელიც საშტატო და არასაშტატო თანამშრომლების სიმრავლით გამოირჩევა, არავინ ისურვა.