პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ “”ოცნება” ღიად დეკლარირებული პრორუსული” პარტიაა.
კოალიცა “ერთიანობისთვის” ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად პოლიტიკოსების გულწრფელობაა საჭირო.
”ყველამ გაიგო, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ “ქართული ოცნება” არის ღიად დეკლარირებული პრორუსული პოლიტიკის გამტარებელი. რამდენიმე პრობლემაა, ადამიანებს სჭირდებათ, თანამებრძოლი დაინახონ შენში. მეორე, სჭირდება კონკრეტული აღქმის გაჩენა და გულწრფელად უნდა დაგიჯეროს, რომ პირველ რიგში, შენ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ. თუ ვართ გულწრფელები ამას დავაჯერებთ. კი ბატონო, მეც გული მტკივა, რომ იცვლება კურსი და რუსეთისკენ მივდივართ, მაგრამ რაიმე შეიცვლება? დიახ, არის ასეთი ადამიანი, თან არც თუ ისე ცოტა”, – ამბობს ნიკა მელია.