მარინა ტოტოჩავა – შეჩერებული სიბერე და ხანგრძლივი ცხოვრება დაავადებების გარეშე

გაწმენდილი სისხლძარღვები—————–შეჩერებული სიბერე და ხანგრძლივი ცხოვრება დაავადებების გარეშე

რატომ გაავადებს და გიმოკლებს სიცოცხლეს სხვის მიმართ ცუდი განწყობა, უარყოფითი აზრები და ადამიანებში მხოლოდ ცუდის დანახვა ? როგორ უნდა იცხოვრო ,იკვებო, იარსებო, რომ ხანდაზმულობაში იყო–
—-სპორტული, დაუბერებელი, გონიერი, ჭკუასაკითხავი პიროვნება და არა სხვისი ხელის შემყურე, გონებით და ფიზიკურად უსუსტესი არსება? როგორ დაიცვა თავი ალცჰაიმერის, სკლეროზის და საერთოდ რთული მეტაბოლური დაავადებებისგან? როგორ იცხოვრონ, რა ჭამონ ადამიანებმა, რომ არ მივიდნენ დაავადებამდე და ადრე დაბერებამდე? როგორ გადაწიოთ სიბერე დიდი ხნით. როგორ გაიწმინდოთ რეალურად სისხლძარღვები?
როგორც მელა ეპარება საქათმეს, ისე ფრთხილად და ჩუმად შეეპარება ადამიანს სიბერე , ალჰაიმერი , დემენცია, სკლეროზი .ეს ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ იწყება ბავშვობიდან , არასრულფასოვანი პედიატრიული მეთვალურეობით, აღზრდის ფსიქოლოგიური დეფექტებით , ბოღმიანი ადამიანების გარემოცვით ,საკუთარი ბოღმების გამრავლებით და სხვა. ეს სტატია ეხება არა მარტო ალცჰაიმერს ,არამედ ზოგადად ტვინს და სხვა ბევრ პრობლემას.
ალცჰაიმერი
ის დემენციის ერთი ვარიანტია. ჯანმოს სტატისტიკით მსოფლიოში მისით დღეს 50 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. დემენციის საშუალო, მსუბუქი და საწყისი ფორმები საერთოდ არ არის აღრიცხული. შეიძლება პროფესორი ლექციას კითხულობდეს ან ექიმი მკურნალობდეს ადამიანს და თავად მათ ჰქონდეთ დემენციის მსუბუქი ფორმა და ეს არც იცოდნენ. ამერიკული სტატისტიკით და კვლევებით ყოველ წელს მსოფლიოში 10 მილიონი დემენცია ფიქსირდება. მათ შორის დომინირებს ალცჰაიმერი. ის ქალებში მეტია . ალჰაიმერი—– დემენციის ანუ შემეცნებითი ინვოლუციის——განლევის ყველაზე ცნობილი სახეობაა .ეს პოსტულატია—ყველა ალცჰაიმერი დემენციაა, მაგრამ მექანიზმებს თუ დავაკონკრეტებთ—–ყველა დემენცია არ არის ალცჰაიმერი . დემენცია სიმპტომების პაკეტია,რომელიც ფსიქოლოგიური და შემეცნებითი უნარების დაკნინებით მიდის.
ფსიქიატრმა ალცჰაიმერმა პირველად გამოკვეთა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომები——-მეხსიერების არევა, ხასიათის ცვლილებები ;ძილის მოუწესრიგებლობა, რომელიც მთავარი სიმპტომია დღესაც; პერიოდული დაბნეულობა.
ალცჰაიმერი ,სკლეროზი, დემენცია, ფსიქოზები და ორგანული პრობლემებიც არ იარსებებდა გირჩის ჯიკვალი—- ეპიფიზი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო .ყველა მსგავსი პრობლემა გაუმჯობესდება, თუ მკურნალობის აქცენტი უპირველესად ეპიფიზზე გადავა. ალცჰაიმერის დროს ეპიფიზის ჭიშკარი ბოლომდე მორღვეულია. დაზიანებული ეპიფიზი ვეღარ აკავებს ექსუდაციურ სტრესს და ტვინი და სისხლძარღვები უფრო ლაქავდება. რადგან ,გადაივსებიან ტოქსინებით, მძიმე მეტალებით და კიბოს თავისუფალი რადიკალებით.
ტვინის დალაქავებულ ,დაჩლუნგებადაწყებულ ნეირონებს აღარ სურთ ახალი ინფორმაციები. მარტივი ინტელექტუალური და ყოფითი მანიპულაციებიც კითხვით ნიშნებს უტოვებს, რადგან ნეირონებს შორის იმპულსების გადაცემა შეფეხებულია. სტერსის მიმღებლობა მაქსიმუმზეა, რაც კლავს ნეირონებს.
ეპიფიზის ჯირკვალი არის ,ადამიანში სამყაროდან ყველა სიკეთის და სინათლის შემომტანი. ამიტომაც უწოდეს თანამედროვეობის ყველაზე პრესტიჟულმა მეცნიერებმა მას ——ღმერთის მეთვალყურე ადამიანში. დაზიანებულ ეპიფიზს ალცჰაიმერის და რთული დავადებების დროს ტვინში პროგრესის ნაცვლად რეგრესი და უიმედობა შემოაქვს.
ალცჰაიმერის დროს საჭირო არ არის ,რომ ადამიანმა მეზობელი, ოჯახის წევრი ან მეგობარ- ნათესავი ვერ იცნოს. რადგან, არსებობს მსუბუქი და საშუალო ფორმები.
ალცჰაიმერის მსუბუქი ფორმა——–ადრე რასაც მარტივად აკეთებდა ახლა უფრო უჭირს; აღარ აქვს კრეატიული იდეები; აღარ უნდა ახალი საქმის დაწყება ან მეგობრებთან ერთად გასეირნება. პერიოდული დაღლაა; წინა დღის დეტალების სიზუსტით ვერ გახსენება , წარსულს კი ზუსტად იხსენებს; ნივთის პოვნის გაძნელება.
საშუალო ფორმა——-შფოთვებია. შფოთვები, თუნდაც სკოლის ასაკში, ბაზისია დემენციის ან ალცჰაიმერის , თუ სწორად არ ჩატარდება მკურნალობა ნეირონების ფესვებზე და მარტო ანტიდეპრესანტებს დაეყრდნობა. შფოთვით, ტვინი გატყობინებს, რომ ნეიროტრანსმიტერებში დარღვევებია . ეს ტვინის და სხვა დაავადებების ფუძეა მომავალში. საშუალო ფორმის დროსაა ასევე— წერის მანერის გაუარესება; ფეხის კუნთური კრუჩხვები, ;მეტყველება მრავალფეროვნებით აღარ გამოირჩევა ;ადამიანი ძუნწი ხდება სიკეთის ,თუნდაც სიტყვიერად გამოხატვაში; მადლიერების გრძნობას კარგავს.ასევე, ჩაცმის გემოვნების დაქვეითება, ბრაზიანობა , ორიენტაციის სუსტი კარგვა დროში და ადგილში .
მძიმე- ფორმა —— ყლაპვის და სიარულის გაძნელება. კანზე გამონაყრები. პარალიზებული აღქმა.
ტვინს ყოველდღე მიეცი, თუნდაც მარტივი ამოცანები
ტვინი არ უნდა გაჩერდეს,რომ დაჩლუნგებას გადაურჩეს. მისი სიცოცხლისთვის ერთნაირად შედეგიანია დიდი და პატარა ამოცანები. მთავარია იყოს ყოველდღიური – მიზანი ,გეგმა ამოცანა. წლების წინ დედას მივაკითხე თავის პაციენტთან ოჯახში. უნებლიედ ,მაგიდაზე ამ ქალბატონის ,რომელიც ახლა 100 წელს გადაცილებულია და კვლავ კარგ ფორმაშია, ხვალის გეგმა წავიკითხე —მოვკერო მეუღლის წინდები, დავალაგო საწყობის ქვედა თარო , მოვიწვიო ყავაზე მეზობელი, დავურეკო შვილს ,მოვრწყა ყვავილები ,წავიკითხო 30 გვერდი და სხვა.
გაფანტული სკლეროზი
ზოგი გაფანტულ სკლეროზს ალცჰაიმერად მიიჩნევს და ეს არასწორია . გაფანტული სკლეროზის მთავარი სიმპტომებია——–თავბრუხვევა და წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გაუარესება, მოძრაობის შენელება, ხელების ან ფეხების დაბუჟება .ალცჰაიმერი კი ——-მეხსიერების თანდათან კარგვაა.
ტაუ ცილა
არა მარტო ალცჰაიმერის ,ტვინის დაზიანების ნებისმიერი ხარისხის დროს ,რომელიც ხშირად ადამიანებმა არც იციან თუ აქვთ ,ტვინში ატიპური ცილებია მოჭარბებული , ნეიროფიბრილური ძაფების გროვებით და ლაქებით. ეს ძაფები შექმნილია სტუქტურულად და ფუნქციურად გადაგვარებული ტაუ ცილით. ტაუ ცილა თუ ნორმაშია ,ტვინის ნეირონები მომარაგებულია სისხლით და საკვები ინგრედიენტებით და სრულად ტარდება ნეიროტრანსმიტერული სიგნალები .ტაუ ცილის პრობლემა ერთ მიზეზად არის ალცჰაიმერის დროს. ტაუს ძლიერი მოშლის დროს ტვინის საკვების გამტარი არხები, რომლებიც ნეირონების გვირაბებია, სრულად ჩაშლილია. ტაუ ცილის ჭარბი გორგლები არა მარტო ალცჰაიმერის, სხვა რთული დაავადებების დროსაცაა დაგროვილი. თავის ტვინის ემერტეს აკადემიური წაკითხის დროს ,ამის შესაბამისი სტრუქტურული გადაცდომის ამოკითხვა შესაძლებელია,რომ დროზე ჩატარზეს მკურნალობა ტვინის მძიმე გართულებების ასაცილებლად და შინაგანი ორგანოების მოშლის შესაჩერებლად.
რას ხედავენ გამოცდილი ექიმები თავის ტვინის ემერტეს დასკვნის მიმოხილვის დროს
ამილოიდური ლაქებისგან და ცილის დარღვეული ძაფებისგან დაზიანების ადგილია ——ტვინის -ჰიპოკამპი. გამოცდილი ექიმი ,როცა რადიოლოგის დაწერილ ტვინის ემერტეს დასკვნას ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ ჭრილში აანალიზებს ——-უპირველესად ჰიპოკამპს ჩახედავს. როცა რადიოლოგი წერს, რომ კეროვანი დაზიანება და სიმსივნე არ არის , ეს არ ნიშნავს ,რომ არანაკლები სასიცოცხლო დაზიანებების დიდი მწკვრივი არ იყოს, თუ ექიმი ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტში განიხილავს ყველა სტრუქტურულ ცდომას. ჰიპოკამპი იმდენ ადამიანში აჩვენებს ალცჰაიმერის , სკლეროზის ან უფრო ხშირად დემენციის ჩანასახს ,რომ ხან ექიმი ვერც კი ბედავს ამის გამხელას ,ისე იწყებს მისი პროფილაქტიკისთვის ბრძოლას ,წამყვანი დაავადების მკურნალობასთან ერთად . ყველაფერზე ——–ეს არაფერიას ქვეყანაში ,ყველა პრობლემის გამოკვეთა გონიერ ექიმებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს .რადგან, სწორი აზრი შეიძლება ვიღაცამ უარყოს და ადამიანს თავისი დიდი პრობლემა გაუპრიმიტიულოს. ტვინში ჰიპოკამპის უბანი მეხსიერებას კურირებს. თუ ლაქას ტვინის უკანა ნაწილში ხედავ, უკვე მეხსიერების ღრმა მოშლის დასაწყისია , მიუხედავად იმისა ,რომ შეიძლება დღეს ეს პიროვნება, ცნობილ სწავლულად ითვლებოდეს. რადიოლოგი წერს მხოლოდ სტრუქტურულ მონაცემებს .მაგრამ ,მკურნალი ექიმის მიერ ,თუნდაც ერთმილიმეტრიანი ცდომის უკან ათასობით დარღვეული ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური რეაქცია იკითხება. ტვინი მართავს ყველა ორგანოს. გლიის და ნეირონების პრობლემის დროს ჰიპოფიზის რეალურ სტატუსს თუ ამოიკითხავ, არ არსებობს ხელოვნური ჰორმონი დანიშნო . ასე არ გაიმეტებ ადამიანს და ბიოქიმიაზე მორგებულ ნატურალურ, ორგანულ მედიკამენტს შეურჩევ .
შეიძლება ემერტეზე ტვინის ქერქში ამილოიდური ხორკლი არ გამოიკვეთოს , მაგრამ ჰიპოკამპში ნეირონების დეგრადაციის აღწერას ყოველთვის ახერხებ . ასევე ,კარგად აღიქმება——–ცერებრალური ატროფია, ტვინის ზომების დაპატარავება ,ქერქის ნაოჭების შემცირება ან გაქრობა. რაც ჩვენს რეალობაში ძალიან ხშირია და თუ ტვინის გამოხატული სკლეროზი ჯერ არ არის, მაშინ მანამდე ორგანოების დაზიანებაა ხშირი. რადგან , ორგანოში დიდი ხნის მოურჩენელი ანთება თავისთავად მისი სკლეროზია. თუ კიბო არ არის და მოცემულ ტექნიკურ დეფექტებზე ვიძახეთ—- ეს არაფერიაო , აუცილებლად მივა ადამიანი რაღაც დროში —დემენციამდე ან ალცაჰაიმერამდე . თუ არა—- შინაგანი ორგანოები გადაუგვარდება ან მწიფე ასაკამდე მოკვდება. შინაგანი ორგანოების დიდი პრობლემები ტვინში წინასწარ იკითხება. შემცირება, განლევა, ატროფია, შუბლის, საფეთქლის ან კეფის წილში თუა, ექიმმა განგაში უნდა ატეხოს, რადგან დროულად დაწყებული მკურნალობით ყველაფერი რჩება .ემერტეზე ასეთი მონაცემების დროს, ერთი შეხედვით, ადამიანი ძველებურად აზროვნებს და იგივე ტიპაჟია,მაგრამ ფსიქო-ფიზიოლოგიურ უკუცვლილებებს უკვე განიცდის. მას ინფორმაციები ადრინდელივით აღარ აინტერესებს ,სხვის პროგრესულ აზრებს ა რ იზიარებს,ხან დაბნეულია, ჭურჭელი ადვილად უტყდება ,ნაცნობებს იგნორირებას უკეთებს და უფრო იკეტება, სიკეთის კეთების უნარი უმცირდება , ბოღმა ემატება, ვინმეს გახარების სურვილი ნაკლებად აქვს. დღე ძილიანობაა , ღამე ძილის გაჭირვება . თანდათან კარგავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმკვეთრეს . კოგნიტური დეფექტები ღიად რომ გამოიკვეთება, იქ მკურნალობაც უფრო რთულია, რადგან შეუქცევადი პროცესები იწყება. თანდათან კარგავს მეტყველების და ქცევის სიზუსტეს და პრობლემების მოგვარების უნარებს .სურვილები და მიზნები მცირდება .ყოველდღიური მოქმედებებს უხალისოდ აკეთებს. ბოლო ეტაპზე ნაცნობებს ვეღარ ცნობს ან სხვის სახელს ეძახის. მეტყველება და ყლაპვა თანდათან უარესდება. ასე მიდის ადამიანი თანდათან—————————– სკლეროზის, დემენციის ან ალცჰაიმერის ბოლო სტადიებამდე.
ასაკის რეალური ციფრის გამომხატველი——– ნეირონების და სისხლძარღვების ხარისხია
აბსურდული აზრია——-რომ თითქოს ალცჰაიმერი , დემენცია, სკლეროზი ხანდაზმულის ხვედრია .100 წლის და მეტი ხნის ადამიანები განვითარებულ ქვეყნებში დისერტაციებს იცავენ და პარაშუტებიდან ხტებიან . ევროპულ ქვეყნებში ყველაზე აქტიური, შემოქმედებითი ცხოვრება ,ასევე მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ 80 წლის შემდეგ იწყება. ჩვენნაირი განუვითარებელი ქვეყნის პოსტსაბჭოთა მენტალობით 80 წელს გადაცილებულს დაკრძალვის ლობიოს სუნი ასდის. აფხაზეთის გონებრივად სრულფასოვან 100 წელს გადაცილებულ ჯანმრთელ უხუცესთა შესახებ მსოფლიოს სმენია. ანუ როგორც იტყვიან ასაკი მხოლოდ ციფრია. ასაკის რეალობა სისხლძარღვების და ნეირონების სტატუსია და არა პირადობის ქაღალდის რიცხვები. ჩვენთან ადამიანებს საქმეში ჩართვის დროს, არა პროფესიონალიზმით ,არამედ ასაკით აფასებენ. მეცნიერული მტკიცებით კი ძვალი 28 წლიდან ყოველდღე ბერდება. ევროპასა და ამერიკაში ხანდაზმულ კონსულტანტებს ეძებენ ,დიდი პროფესიული გამოცდილებით 80-წლის და ზევით. ჩვენთან 80 წლის ადამიანმა განაცხადი რომ შეიტანოს სამსახურზე , ამის მიმღები — პროსაბჭოთა ,ფსიქოლოგიურად ღარიბი , უკულტურო, მდაბიო გონება სიცილით გაიჭაჭება. წლების პროფესიული გამოცდილება——-ოქროში ჩასმული პროფესიონალიზმია. მხოლოდ დაბალი განვითარების ადამიანები ურევენ დემენციას ხანდაზმულობაში. ტვინის რაღაც დონის სკლეროზი ყოველთვისაა დაბალ ასაკშიც, როცა შინაგანი ცვლილებებია.
არასწორად ნამკურნალები დაავადებები , რეჟიმის სტანდარტიდან ამოვარდნილი ცხოვრება, დაუბალანსებელი კვება ხშირად დემენციით მთავრდება.
ღვიძლის გაცხიმოვნება, ქოლესტერინის სიჭარბის და ალცჰაიმერული ბალთების შემადგებლობა ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. ჭარბი ქოლესტერინი დიდი სიგნალია, რომ ასეთი წებოვანი ამილოიდური ბალთა ღვიძლის გარდა ტვინშიცაა.
ალცჰაიმერის საწყისი და მაპროვოცირებელი მიზეზი ბევრია——-გენების მუტაცია, წნევა, დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ოსტეოპოროზი, ესტროგენების ნაკლებობა, ხსნადი ალფა სინუკლეინის ცილის ნაკლებობა და სხვა.
ამილინი
ცალკე სტატიაში ის დეტალურად ავღწერე. ამილინში ნაპოვნი გენი ——–აპპ ქმნის ამილოიდებს. ამილოიდები არის ალცჰაიმერის მთავარი მიზეზი და თანამედროვე კვლევებით ,უფრო მეტად, პროცესის თანამდევი და შედეგია. ყველა დაავადებების საწყისი მიზეზი რის გამოც აღებთ ექიმის კარებს ამილინის პრობლემაა. ა მილინის გადახრის გამოა———ციტოკინების მეტი გამრავლება, ასთმა, ასთმური ბრონქიტი, შეშუპება, სისხლძარღვების დაბინძურება ,კალციტონინის პრობლემა და შესაბამისად ფარისებრის; ალცჰაიმერის დაწყება ,წნევა, სისხლძარღვების დაზიანება,სკლეროზი,ფსიქოზი, შიზოფრენია, ქვეცითი აშლა, აუტიზმის გამწვავება ,თრომბი, სახსრები, ინსულტი, დიაბეტი,ინფარქტი, შაკიკი, ტინიტუსი, ჰორმონების გაავება ან დასუსტება, ქოლესტერინის აწევა, კუჭ-ნაწლავი,ორგანოების გადაგვარება და საერთოდ ყველაფერი ,რაც ადამიანებს აავადებს და კლავს . რადგან, გადახრილი ამილინია სისხლძარღვების მთავარი დამშლაკავი და მათი კედლის ჩამშლელი. ამილინი ჰორმონია. ის ისევეა დიაბეტზე პასუხისმგებელი, როგორც ინსულინი. ამილინის კონტროლის ქვეშაა ნებისმიერი დაავადება . მისი მექანიზმების გააზრების გარეშე ვერ მოარჩენ ვერცერთ დაავადებას. .ამილინის ნორმა უდრის გაწმენდილ საძილე არტერიას ტინიტუსის და შაკიკის გარეშე და ორგანიზმს ტოქსინების გარეშე. ამილინი იქმნება ჰიპოთალამუსში , პანკრეასში, ფილტვში, ნაწლავში. მაგრამ, მისი სადგური—- პანკრეასია. მისი კონტროლის ქვეშაა ყველა ორგანო, სისხლძარღვები კაპილარები ,არტერიები. დიაბეტიანი მით მეტს იცოცხლებს, რაც უფრო ნორმისკენ ექნება ამილინის სრული ცვლა .ამილინი მომატებული აქვს——-მსუქანს, წნევიანს, ინსულინრეზისტენტობიანს. ალცჰაიმერის, დემენცის ,ეპილეფსიის ,სკლეროზის, კიბოს დროს ამილინის გამოკვეთილი სიჭარბეა .თირკმლის უკმარისობა ამილინის ბოლომდე მოშლაა. რადგან, თირკმლის დაავადებების დროს ის ყოველთვის მატულობს .ამილინის ცვლის ბოლომდე დალაგება ნიშნავს ——- აგრესიული აუტიზმისგან,ფსიქოზის, ქცევითი აშლისგან ,შიზოფრენიისგან , ტვინის გაჯანსაღებას . არ არის ჭარბი ამილინი— ა რ არის ალცჰაიმერი და სკლეროზები.
ამილოიდი
ბერძნ—-amilon–სახამებელი. ამილოიდი უპირველესი მიზეზია ალცჰაიმერის და საერთოდ ყველა დაავადების, ქოლესტერინის სიჭარბის ჩათვლით. ამილოიდი—-ესა ა ატიპური, ანომალიური, მთლიანად გადაგვარებული, გაწებებული და ადამიანის ორგანოებთან ფიზიოლოგიურად შეუთავსებელი , დაზიანებული ბიოქიმიური გრაფიკის პეპტიდები და ცილები, რომლებიც სისხლძარღვებში ილექებიან და ქმნიან დაავადებებს ნებისმიერ ორგანოში. ამ უჯრედების გროვები ნევრიტულ არგენტოფილურ კვანძებს ქმნიან სისხლძარღვებში ალცჰაიმერის დროს .ამილოიდი სახამებლის პროტოტიპია .ის ამოეფინება სისხლძარღვებს, ორგანოებს ,ახშობს სისხლის ნორმულ მიმოქცევას და იწვევს დაავადებებს. ალცჰაიმერის დროს კი ტვინის სისხლძარღვებს კეტავს.
ამილოიდი გლობულინის ტიპის ცილაა. გლობულინური ცილების ბიოქიმია ყველაზე მეტად კუნთური ბოჭკოს მექანიზმებთანაა გადაჯაჭვული. გლობულინური ცილებისგან დაზიანებული ბოჭკო ესაა —–გადაგვარებული და ჩაშლილი ორგანო . მაგალითად, ფილტვის ან ღვიძლის ან პანკრეასის ან სხვა ორგანოს ფიბროზი. უახლესი სამეცნიერო კვლევების დასკვნაა—ყველა გაცხიმოვნებული ღვიძლის უკან ფიბროზი იმალება. ფილტვის და ღვიძლის ფიბროზების ,ასევე პოლიპის, ფიბრომის, მიომის, სიმსივნეების , მეტასტაზების და სხვა ასეთი შემკვრივებების დროს ბოჭკოში გლობულინური ცილების ჩაშლაა . უჯრედში კოლაგენურ ბოჭკოებს და ამინომჟავურ გრაფიკებს ყველზე მეტად გლობულური ცილების დაზიანება ჩაშლის . გლობულინური ცილების დეფექტია ჩვილების დიათეზი, რომელის სათავე თირკმელზედა ჯირკვალშია. ნებისმიერი ატროფია, კუნთის განლევა, ორგანოების ,არტერია-სისხლძარღვების გადაგვარება გლობულინური ცილების დაზიანების გამოა. პოლიპის გაწოვა უნდა მოხდეს გლობულინური და სხვა ადჰეზიური ცილების აღდგენით .მისი ამოჭრა პრობლემას ვერ ხსნის ,რადგან ცილების დარღვეული ადჰეზია ანუ პათოლოგიური შემკვირივება ანუ ცილების დეფექტურად შეერთება სხვა ფორმით გამოჩნდება სხვა ორგანოში. პოლიპი ზედმეტი ბანტი არ არის ,რომ მოაჭრა და ამით დაამთავრო. მისი წარმომქნელი მიზეზები უნდა გაიწოვოს. ასეთ შემთხვევაში აკეთებ მეტასტაზის პროფილაქტიკას. პოლიპი და ნებისმიერი ტიპის შემკვრივება ანუ ცილების ნორმული ადჰეზიის მოშლა ,რის გამოც ვითარდება ქსოვილის პათოლოგიური შეწებების მიდრეკილება ,იმის სიგნალია, რომ ასეთი წარმონაქმნების მქონე ორგანიზმ ს მომავალში მეტასტაზის შანსი მეტი აქვს. მეტასტაზი, ცილების ადჰეზიის მოშლის ბოლო ეტაპია.
ნებისმიერი დაავადების მთავარი მიზეზი ამილოიდია .თუ არ არის ამილოიდისგან დაშლაკული სისხლძარღვი, ესეიგი არ არის დაავადებები. თუ არ არის ჩაფენილი მკვრივი ამილოიდი ,ესე იგი არ არის ორგანოების დაშლა , ალცჰაიმერი და სხვა . ამილოიდის გლობალური აკადემიური აღქმა მედიცინაში შეაფერხა იმან ,რომ დიდხანს ის მარტო ალცჰაიმერის მიზეზი ეგონათ. თანამედროვე ამერიკული მედიცინა დიაბეტის დაწყებას ამილინს და ამილოიდს აბრალის . არ მორჩება შაკიკი შარდოვანას ციკლიც რომ აღვადგინოთ, თუ ამილოიდს და მის მიზეზებს არ გავწოვთ.
პრობლემურ ტვინის ქერქსა და ჰიპოკამპში ჰისტოლოგიური კვლევის დროს , ფოლაქები და ნეიროფიბრილური გორგლები ჩანს. გორგლებში ნეირონები მკვდარი ან გადაგვარებულია და დეფექტურ ცილებს შეიცავენ. ფოლაქები არის ჩაწოლილი ამილოიდები ანუ ცილის და ნახშირწყლების მუტანტური კომპლექსები. მათი ცილები წებოვანი ძაფებითაა შექმნილი .რაც უფრო მატულობს ასეთი წებოვანი გორგლები და ფოლაქები, მით უფრო მცირდება ადამიანის კოგნიტური უნარები და სწორი ფიზიკური მანერები. ამილოიდი დაზიანებული პროტეინის ნაგლეჯია, რომელიც ნერვული სისტემის ბოჭკოს იმიტაციას აკეთებს, გროვდება და ალცჰაიმერს და სხვა დაავადებებს იწვევს. ბოჭკოს ამ ფალსიფიკაციას, დროზე თუ არ გამოვიცნობთ ადამიანები დაავადდებიან. ალცჰაიმერი ყველაზე მეტად აბეპეს უკავშირდება .ანუ ბეტა ამილოდურ პეპტიდს. აბპ არის აპპ ცილის ჯაჭვის ერთი რგოლი .ალცჰაიმერის მარკერების დიდი რიცხვი აბპს არეალშია. აბპ რკინის იონების გადაზიდვებში მონაწილეობს .რკინის მატება ალცჰაიმერის დიდი სიგნალია. ხშირად ავღნიშნავ რკინის გადასხმების დიდ საშიშროებაზე. რკინის ნაკლებობის მკურნალობა —მისი დაცემის მიზეზის გაგება და სათავო პრობლემების აღკვეთაა. ერთი აუცილებელი გადასხმა დასაშვებია, თუმცა ძვლის ტვინი ამასაც უცხოდ აღიქვამს და შედეგად აუტოიმუნურის დიდი შანსია. სამეცნიერო დასკვნებით, რკინის გადასხმები ,რაც ჩვენში, თითქმის ,შაბლონურ მოდად დამკვიდრდა, ასაკში ალცჰაიმერის და სკლეროზების უდიდესი რისკია. ძვლის ტვინი ჭური არ არის ,ღვინოსავით რომ ასხა რკინა. ძვლის ტვინი თუ ჯანმრთელია ,მან თავად უნდა შექმნას სასიცოცხლო რაოდენობის რკინა.
დავაკონკრეტებ– აბეპეს დაგროვება ყველაზე მეტად ფიტავს ტვინს და აზიანებს სისხლძარღვებს. აბპ ანუ ბეტა ამილოიდის კუმულაცია, როგორც ორგანოების დაავადებებს ქმნის ,ასევე ალცჰაიმერს აპროვოცირებს. ბეტა ამილოიდი უნდა დაშალოს ფერემენტებმა —-სეკრეტაზებმა. სეკრეტაზების დაზიანება ან ნაკლებობა თუ არის ,ვერ იშლება ბეტა ამილოიდი და რჩება ტვინში და ორგანოების სისხლძარღვებში . ანუ სათავეში საქმე გვაქვს პრობლემურ ჰიპოფიზთან და პანკრეასთან, რომლებიც ქმნიან ფერმენტებს.
რ აც მეტად გროვდება ბეტა ამილოიდი, მით უფრო ზიანდება ტვინი და ორგანოების სისხლძარღვები . ამას შეესაბამება მეხსიერების დასუსტება, უნარების და სურვილების შემცირება .რაც თანდათან კოგნიტურ უძლურებამდე მიდის. ამილოიდი თუ არ არის——- სისხლძარღვი სუფთაა. ეს იყო აბპ ,რაც შეეხება აპპეს—როგორც ვთქვი ა ბპე ს ქმნის აპპ . აპპ 100 მდე ამინომჟავის შემცველია. ამილოიდის დამშლელ ფერმენტების პრობლემის გამო აბპ და აპპ გროვდებიან სისხლძაღვებში .თუ მათი კონცენტრირება ტვინში მეტია ვიდრე სხვა ორგანოებში, მაშინაა სკლეროზი ან ალცჰაიმერი . ამ დროს ტვინში ეს ცილები წებოსავით არიან გაწებებული და ახშობენ სისხლის მიმოქცევას. აბპ, აპპ ს ნაწილია. ა მ ცილების დაგროვება ანადგურებს ნეირონებს. სეკრეტაზის ფერმენტების ფუნქციების დაბრუნებას მეცნიერები მთავარ ამოცანად თვლიან, როგორც ალცჰაიმერის და სკლეროზების შეჩერებისთვის , ასევე ორგანოების გადარჩენისთვის .
დავაკონკრეტებ ,ამილინში არსებული გენი აპპ ქმნის ამილოიდებს ანუ აპპ ქმნის აბპე ს ანუ ბეტა ამილოიდს. აბპეა–ბეტა ამილოიდი. აქედან იწყება და ამაზე ტრიალებს მთელი მედიცინ ა . ყველა დაავადების გზა ჭარბ ამილოიდზე გადის , რაც ახშობს სისხლძარღვებს. დაგროვებული აბპ——-დაზიანებული ტვინი და ორგანოები. საუბრობ ამ ორ ცილაზე , ეს ნიშნავს საუბრობ ამილინზე. რადგან ,აპპ ამილინში ნაპოვნი გენია. აბპ ანუ ბეტა ამილოიდი კი აპპ- ს ნაწილია.
ჭარბი ქოლესტერინის და ნებისმიერი ორგანოს მკურნალობა ამილოიდების გააზრების გარეშე საღ აზროვნებას ძალიან მოკლებულია.
ამილოიდოზი
თუ ქრონიკული ანთებების დროს მკურნალობა ერთ წრეზე ტრიალებს და შედეგი არ არის, ხშირად ამილოიდოზია. ანუ ბოლომდე დაჩლუნგებულია სისხლძარღვები რომელიმე ორგანოში და მეტაბოლიზმი სუსტად და დეფექტებით მიდის . საშარდე სისტემის გახანგრძლივებული პრობლემები , ჭიდილი პერიოდულად აწეული კალიუმი ს დასაწევად ან თირკმლის კისტები ან პროსტატიტი, ხან ცილა——- ხშირად თირკმლის ამილოიდოზია. თირკმლის ამილოიდოზს უხშირესად ლატენტური მიელომური დაავადება იწვევს. ასეთი ფონის დროს უცებ დამძიმების და სიკვდილის მიზეზი მიელომური დაავადებაა. რისი მკვეთრი სიგნალია შარდის ანალიზში სისხლი ანუ შარდში ჰემოგლობინის მატება .
დიაბეტის მძიმე ფორმის დროს პანკრეასის ამილოიდოზია, ალცჰაიმერის დროს —–ტვინის ; დაუსრულებელი პერიოდული აშლის ან ყაბზობის დროს ——–კუჭ-ნაწლავის; რამდენიმე სტენტის საჭიროების დროს გულის; ქრ ასთმური ბრონქიტის დროს სასუთქი სიტემის ამილოიდოზია. ბოლო ევროპული სტატისტიკით, სახსრების ართროზების 80 პროცენტი ამილოიდოზურია . დიალიზზე ამილოიდური თირკმელი იმყოფება .ევროპული სამეცნიერო დასკვნით 50 წლიდან , განსაკუთრებით, ქალთა ცისტიტებს ან შარდის ძვლივს შეკავებას ამილოიდოზის ფონი აქვს. კლასიკური ტოტალური ამილოიდოზი, ლოკალური ამილოიდოზისგან განსხვავებით, კრიტიკულად მძიმე და გამოკვეთილი დაავადებაა სპეციფიკური რთული ჩივილებით. ზოგადად, ამილოიდოზი ცილების და ამინომჟავების ცვლის დარღვევაა, შედეგად მეტაბოლიზმის კვდომა და სისხლძარღვების და ორგანოების დეგრადაცია. ხშირი შეშუპებების დროს ვენების ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს . აღწერილია ხშირია შეცდომა, როცა ამილოიდოზია და ალცჰაიმერი ჰგონიათ . კუნთში ინექციის შემდეგ თუ სისხლჩაქცევა ადვილად გემართებათ ,ვენების ამილოიდოზი გამორიცხეთ. მაღალი ედსი თუ დიდხანს გახანგრძლივდება ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს. ნატრიუმის, კალიუმის და ქლორის დარღვევა როცა ხშირია, თირკმლის ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს .თირკმლის ამილოიდოზი ხშირად მიდის მაჯის გვირაბის სინდრომით. კუჭ-ნაწლავის ან სახსრის ამილოიდოზი ბევრს აქვს და საერთოდ არ იციან რა სჭირთ. ქოლესტერინის სიჭარბის მიზეზი ხშირად ბეტა ამილოიდია და მისი გახანგრძლივება ღვიძლის ამილოიდოზია. ქრონიკული სიმჟავის დროს , ომეპრაზოლების იმედზე არ უნდა იყო . ამერიკული სამედიცინო სტანდარტით სიმჟავის დროს ამილოიდოზი უნდა გამოირიცხოს. ჰაშიმოტო ძალიან ხშირადაა ფარისებრის ამილოიდოზი. პოტენციის სამუდამოდ დაგდება შარდ-სასქესო სისტემის ამილოიდოზია. ცნობილია, რომ საშვილოსნოს ამილოიდოზი ევროპაში ყველაზე ხშირი დიაგნოზია .ქირურგიული ამოკვეთის წინ საშვილოსნოს ამილოიდოზის მძიმე სტადიაა. ღვიძლის ამილოიდოზს ანალიზებიდანაც ვხვდებით .ევრო-ამერიკული სამედიცინო სტანდარტით——50 წელს ზევით დამართებული დიაბეტი პანკრეასის ამილოიდოზია. კოჭის მიდამოს შემსხვილება და სპილოს ფეხები ლიმფური სისხლძარღვების ამილოიდოზია .ყველა არასწორად ნამკურნალებ ორგანოს ემუქრება ამილოიდოზი ანუ საბოლოო გადაგვარება. კვლევებით დადგენილია და ევროპული სამედიცინო სტანდარტია—-არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად ამილოიდოზის 100 პროცენტიანი შანსი აქვს ამ დაავადებებ ს——რევმატოიდული ართრიტი, იუვენილური ართრიტი, სპონდილიტი, ტუბერკულოზი, კიბოები.
მიტოქონდრიები
მათზე ხშირად ვსაუბრობ. ნებისმიერი მძიმე დაავადება, განსაკუთრებით ტვინთან დაკავშირებულები, ნერვული დაავადებები, ორგანოების გადაგვარებები, დეპრესია , ფსიქიკური დაავადებები , ინსულტი , სიმსივნეები მაშინ იწყება ,როცა ტვინს ენერგია გამოელევა. ადამიანის მორჩენის გზა ამ დროს ტვინის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ენერგიის შევსებაზე და ანუ მიტოქონდრიებზე გადის. ყველა მკურნალობა ამაოა და ძალიან დაბალი ხარისხის ,თუ დაზიანებული მიტოქონდიების აღდგენა არ იქნება მიზანი .მიტოქონდრიაში ხდება სუნთქვა. მისი ფერმენტები ნივთიერებებს წვავენ და ადამიანის სასიცოცხლო ენერგიას ქმნიან .მიტოქონდრიას ფარავს ორშრიანი მებრანა. მის შიგაა დეენემი, ერენემი და რიბოსომები. მიტოქონდრია ნებისმიერი ორგანოს ქსოვილის უჯრედის შემადგენელია .ის ქმის ენერგიას და ამინომჟავებს. ადამიანი სუნთქავს და ცოცხლობს იმ ენერგიით, რასაც მიტოქონდრიები ქმნიან. მიტოქონდრიების მოშლაა ნებისმიერი გართულებული დაავადება და ორგანოების პრობლემები. მეცნიერულად დამტკიცებულია, შაქარი სულ რომ არ მიიღო, თუ მიტოქონდრიული ფუნქციები დასუსტებულია, შაქარი მაინც იმატებს უჯრედებში .მსუქანი ადამიანი დიეტით ვერ გახდება, სანამ მიტოქონდრიის დონეზე დაზიანებულ მეტაბოლურ პრობლემებს არ გამოასწორებს. მიტოქონდრიების დასუსტების დროს ხდება ოქსიდაციური სტრესის მატება, შესაბამისად, კიბოს რისკის რადიკალების გამრავლება, სისხლის ,ლიმფის სისხლძარღვების დაშლაკვა. ევროპული და ამერიკული მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია—რაც მეტი მიტოქონდრია აქვს ორგანიზმს, უფრო ჯანსაღია მეტაბოლიზმი და ჯანმრთელია ორგანოები. მიტოქონდრიები რიცხობრივად ყველზე მეტია——ტვინში,გულში, ღვიძლში თირკმლებში,საკვერცხეში, სათესლეში. ეს ორგანოები ყველა დაავადების დროს მეტად იხარჯებიან და იფიტებიან, თუნდაც მათში არ იყოს წამყვანი პროცესი . ბევრი მაგალითით ვხსნი ხშირად ამას , მაგალითად, რადიკულიტები , უმეტესად ქალთა, თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეს მიტოქონდრიების რღვევაა. მძიმე დაავადების და კიბოს დამართება, დაბერების დაჩქარება,სკლეროზი, ალცჰაიმერი და სხვა პირდაპირ არის დამოკიდებული მიტოქონდრიებზე. ისინი ორგანიზმის ენერგეტიკული ქარხნებია. სუნთქვა, სწორი ჟანგვა- აღადგენა და ენერგიის შექმნა მათ მიერ ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული კლასიფიკაციებით მიტოქონდრიული დაავადებები ს ქვეშ მემკვიდრული პათოლოგიები ითვლებოდა, თანამედროვე მედიცინამ აღიარა, რომ ყველა მძიმე და საშუალო სიმძიმის დაავადება მიტოქონდრიების დიდი ზიანით მიდის. დაავადებები ძნელად უმჯობესდებიან , თუ ექიმის მიერ მიტოქონდრიებზე არ ხდება უშუალო დახმარება. მიტოქონდრია თუ დასუსტებულია, ორგანიზმში მცირე ენერგია მიიღება. ენერგია უპირველესად ტვინს სჭირდება ,ასევე ყველა ორგანოს. რაც მეტი ენერგია აქვს ტვინს და მეტი მიტოქონდრია , მით გვიან დაიწყება სკლეროზი ან ალცჰაიმერი. თუ არ შემცირდება ან არ დაზიანდება მიტოქონდრიები, საერთოდ არ დაიწყება დაავადებები. გული ვერ იძვრის ენერგიის გარეშე .პულსის სიჩქარის და არითმიის დრო ს მიტოქონდრიული კრახებია. კლასიფიკაციით მიტოქონდრიული დაავადებების ჩივილებია——კუნთების სისუსტე, მხედველობის და სმენის გაუარესება, ბავშვის ზრდის, თუნდაც , დროებით შეფერხება; გონების დეფექტი, ცუდი მოსწრება სწავლაში,აუტიზმი, ნებისმიერი ორგანოს დაავადება, მჟავე რეფლუქსი, დიაბეტი, კრუჩხვა,შაკიკი, ინსულტი, ფარისებრის პრობლემა, დემენცია, ალცჰაიმერი, სუთქვის სისტემის პრობლემები, დეპრესია, ფსიქოზები და სხვა. ამ დაავადებებს ერთი რამ აერთიანებთ—– მოტოქონდრიები დაზიანებულია და ვერ ქმნიან საჭირო ენერგიას . თუ ბავშვის ფიზიკური განვითარება—- სიმაღლე, წონა ასაკთან ჩამორჩება ,მიტოქონდრიული დაავადება ლეის სინდრომი უნდა გამოირიცხოს. კვლევებით დადგენილია—მიტოქონდრიების დაქვეითება აფერხებს ბავშვის განვითარებას .ასევე, იწვევს სხვადასხვა დაავადებას— პარკისონს, ალცჰაიმერს, აუტიზმს, სკლეროზებს, შიზოფრენიას და სხვა. მიტოქონდრია სასიცოცხლო მეტაბოლიზმის ცენტრია. მიტოქონდრიული დაავადებების დროს უფრო ადრე ის ორგანოები იშლება ,რომლებსაც მეტი ენერგია სჭირდებათ, რომ ადამიანმა იცოცხლოს—ტვინი, გული, ფილტვი, კუნთები. სიარულის გაძნელება, დამბლები, მეტყველების დეფექტები, გულის და სისხლის დაავადებები მიტოქონდრიების პრობლემებია. მიტოქონდრიამ სრულად რომ იმუშაოს საჭიროა 3000 გენი. გენები კოდებს ასმევენ ცილებს. შარდოვანას ცვლის მოშლა ,რომელზეც ხშირად ვსაუბრობ და რისი შედეგია შაკიკი, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, ორგანოების ანთებები, კენჭოვანი დაავადებები და სხვა—— მწვავედ დაზიანებულ მიტოქონდრიებში მიმდინარე მოშლილილი მეტაბოლური პროცესებია. ჰემოგლობინის წარმოქმნაში უმთავრესია მიტოქონდრიების ფერმენტი——დე ამინოლევულინის მჟავის სინთეტაზა. ღვიძლის ნებისმიერი დაავადება მიტოქონდრიის ღრმა მოშლაა ,განსაკუთრებით, სიყვითლით და ბილირუბინის გადახრით მიმდინარე. დაზიანებულ მიტოქონდრიებს მთავარი როლი აქვთ ნეიროტრანსმიტერების მოშლაში. ქოლესტერინის მომატება მიტოქონდრიის დიდი ხნის დარღვევაა. ჰორმონული დაავადებები მიტოქონდრიების დიდი გადახრებით მიდიან. გართულებული სიმსივნეები მიტოქონდრიული კოლაფსებია. პერიოდული,ქრონიკული სუბფებრილური ტემპერატურები 37 მდე და 37 და რამდენინიმე ხაზი,მიტოქონდრიული ღრმაუჯრედოვანი, ურთულესი რღვევა და ძვლის ტვინის დიდი გამოფიტვაა. ქრონიკული დაავადებების მორჩენა მიტოქონდრების დაზიანების გამოა გაძნელებული .
სიცხით შოკირებული ცილა 90 და ტვინის სხვა ცილები
ალცჰაიმერის, სკლეროზების და მძიმე დაავადებების პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა ცილის სტატუსი უნდა გაკონტროლდეს .ეს ცილები შესაბამის სტატიებში უკვე დეტალურად განვიხილე. ტვინისთვის განსაკუთრებულია— სიცხით შოკირებული ცილა 90 .ის მთავარ როლშია ნეიროტრანსმიტერების სწორ მოძრაობაში. ამ ცილის ფუნქციების მოშლა იწვევს ქრონიკულ დაავადებებს, კიბოებს და სკლეროზებს .ალცჰაიმერის დროს ყველაზე მეტად ზიანდება მენტალური არეები—-ჰიპოკამპი და ნეოკორტექსი. ნეოკორტექსის დაზიანებაა ფუძე მეხსიერების დათრგუნვა, მაგალითად, ქალაქის, ადამიანის ან ფილმის — სახელის დავიწყება და სხვა. ამ ცილის გადახრა ამ ზონების დაზიანების ნიშანია. სიცხით შოკირებული ცილა ტვინის ნეირონების ყველა ცილის დამხმარეა .მისი გადახრა ყველა ცილის დასუსტების ნიშანია. ეს ცილა ალანინითაა მდიდარი. როცა ამინომჟავების ბალანსები გამოყავს ექიმს, ტვინის ან სისხლძარღვების პრობლემა თუა , ალანინის ცვლას ყოვლთვის მოშლილს ხედავს. ფოდრინი გლიის და ნეირონების ცილაა. ტვინის ჰიპოქსია ფოდრინის დაზიანების გამომხატველია. ფოდრინის დაქვვეითება ნიშნავს, რომ ტვინის ატროფიაა დაწყებული .ფოდრინის და მენტალობის სხვა ცილების —–ამპარების ნორმა ნიშნავს კარგ მეხსერებას. ინტეგრინების, ამპარების და ლამინების მოშლა ნიშნავს—– მეტ თრომბს, ამილოიდურ ბალთებს, შლაკებს და შემცირებულ სიცოცხლეს .
ტვინის კვება.
ტვინის მკურნალობას ზუსტად ის ნივთიერებები უნდა , რაც მისი საღი ფუნქციონირების ხერხემალია. ტვინს, ფუნქციური მდგრადობისთვის სჭირდება კონკრეტულად ის ნივთიერებები, რომელთა შემცირება აჩქარებს ალცჰაიმერის და სკლეროზების დაწყებას, ქმნიან ინსულტის და დამბლების შანსებს .ტვინი ციტიკოლინის შემცირების დროს იფიტება და სკლეროზის, დამბლის ან ინსულტის შანსია. რადგან, მისი დაქვეითებისას რიბოზა მცირდება და ამით ფსიქიკური და ფიზიკური ენერგია იკარგება.
ქოლინერგულების დეფიციტი —–ტვინს აზიანებს და ალცჰაიმერის და სკლეროზის მაპროვოცირებელია. ალცჰაიმერის დროს ქოლინერგული სტუქტურა მთლიანად ჩამოიშლება, რადგან ფერმენტ——-აცეტილქოლინტრანსფერაზას ძლიერი დეფიციტია.
ემერტეზე ტვინის ქერქს და ჰიპოკამპს სტრუქტურულად რომ ხედავ შეცვლილს, ეს ფერმენტი პრობლემურია . ამ დროს ადამიანის შველა შეიძლება .ქოლინერგული პაკეტი კურირებს მეხსიერებას და ახალი ინფორმაციის მიმღებლობას.
ფოსფატიდილსერინის ცვლის გაანალიზება და აღდგენა კარდინალურად მნიშვნელოვანია ტვინის გადასარჩენად. ტვინისთვის ზუსტად მორგებული მედიკამენტები ღეროვანი უჯრედების გამრავლებას ახდენენ არა მარტო ტვინში. ტექსტის სიმცირე არ მაძლევს უფლებას, ტვინის რეალური საკვები ყველა შტრიხი გამოვკვეთო.
მეორე ზვავი რაც ეცემა ტვინს ალცჰაიმერის და სხვა ნევროლოგიური დაავადებების დროს, ეს არის, როგორც ვთქვი, ტაუ ცილის მოშლა. ალცჰაიმერის დროს არის ტაუს პათოლოგიური ფოსფორილებაა. ა სეთი ბიოქიმიური სტატუსით ,ტაუ—– ნეირონებს და ნეიროტრანსმიტერებს წამლავს და შლის. ტაუ ცილის რეგულირება ნევროლოგიის ერთი მთავარი მიზანია. ალცჰაიმერის ბოლო სტადია ნეიროტრანსმიტერების სრული ბლოკადაა.
სამეცნიერო კვლევებით დადგინდა ალცჰაიმერის და ღრძილების დაავადებას შორის მჭიდრო კონტაქტია. მიზეზია ძლიერი ბაქტერია ,რომელზეც ხშირად ვსაუბრობ მისი მკვლელი თვისებების გამო. პორფირომონაზური გინგილარი აზიანებს კბილებს ,იწვევს პაროდონტოზებს. დამტკიცდა, რომ პირის ღრუს და კბილების პრობლემა ამ ბაქტერიის გამო ალცჰაიმერის დიდი რისკია. ეს ბაქტერია——-porphyromonas gingivalis პირის ღრუს ნერვული გზებით შედის ტვინში. განსაკუთრებით ,გინგივიტის —-ღრძილების ანთების დროს მიძვრება ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ტვინში იწვევს ალცჰაიმერს და სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს. მედიცინაში აღწერილია სტომატოლოგიური შეცდომები , რომლებიც ალცჰაიმერის დიდი რისკი არიან.
როგორ დაიხსნათ თავი მკვლელი ამილოიდური შლაკებისგან ანუ როგორ გაჯანმრთელდეთ და გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე .
ბევრი ნივთიერება , მედიკამენტი,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცენარე გავაანალიზე და მედიცინის უახლესი ინფორმაციებიც და სამეცნიერო კვლევების დასკვნები შევკრიბე, რომ გამომეკვეთა ის ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაში და სკლეროზ-ინსულტ -ინფარქტის აცილებაში დაგეხმარებათ. სამეცნიერო დასკვნების მიხედვით ისინი——-რეალურად წმენდენ სისხლძარღვებს. ვიყენებ ამ ხილის და ნივთიერებების შემცველ ამერიკულ მხოლოდ —–ორგანულ წამლებს . მათ უპირობო სასიცოცხლო ეფექტი აქვთ. ჩამოვთვლი იმ მცენარეებს ,ნივთიერებებს და ხილს, რომლებიც მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადვილად შლიან ქოლესტერინულ შლაკებს, ამილოიდურ ბალთებს , კენჭებს და სხვა .ეს არის ჩამონათვალი ,რომელთა გამოყენება სასიკვდილო დაავადებებს აგაცილებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ . ისინი, ხილად ან ორგანული მედიკამენტების სახით მიღებული, წმენდენ არტერიებს და სისხლძარღვებს. ისინი არიან სამყაროში და მსოფლიო ელიტარულ მედიცინაში—- შლაკების ,თრომბების და ამილოდიების წმენდის ლიდერები.
ფენოლური მჟავა——4 ჰიდროქსი 3 მეტოქსიცინამი. —c 10 h10 04 ხელს უშლის დაბერებას, რადგან მტკიცედ აღადგენს ყველა უჯრედის სასიცოცხლო ხერხემალს— კოლაგენის ბიოქიმიურ ტერასებს და ელასტინს. ამის გამო ჭრილობების და ნაწოლების აღმდგენია. ყველაზე ძლიერი ფარია ორგანიზმის თავისუფალი რადიკალების და ტოქსინების შემოსვლის შეკავებაში. თავისუფალი რადიკალები უპირველესად მემბრანომასტაბილიზებელ-აღმდგენ ვიტამინებს ბლოკავენ, რის გამოც აღდგენითი პროცესები ბრკოლდება. ეს მჟავა აჩერებს ჟანგვით მოშლას. ჟანგვითი მოშლა, რაც ძლიერია, მით მძიმედ მიდის დაავადებები. ეს მჟავა ამილოიდური პროცესების და სკლეროზის დაწყების შემჩერებლად ითვლება .აქვეითებს ქოლესტერინს ,წმენდს არტერიებს და სისხლძარღვებს , აჩერებს ვირუსების გამრავლებას , შლის ტოქსინებს ,იცავს და ანმტკიცებს უჯრედის მემბრანებს. ფენოლური მჟავის ცვლის მოშლაა—–ალერგია , ასთმური ბრონქიტი ,აკნე , დერმატიტი, ფსორიაზი ,ეგზემა. ამ მჟავის ცვლის მოშლის შემდეგ კანი ვეღარ აკავებს ორგანოებისკენ მიმავალ ტოქსინებს. ფენოლური მჟავა არის ამ პროდუქტებში——-ყავისფერი ბრინჯი, სტაფილო,ვ აშლი, ფორთოხალი, ლიმონი, მიწის თხილი, შვრია, ანანასი, შვრიის ქატო,სიმინდი,ჭარხალი , ლობიო , წითელი ჩიტის ალუბალი. ფენოლური მჟავის მცირე რაოდენობა კანაფის ზეთშია. მოგზაურთა აღწერილ,ძველი დროის მეგრელი ქალების მომაჯადოებელ სილამაზეში ამ მჟავის შემცველი პროდუქტების დომინირება იყო კვებაში—-ლობიო, ღომი, სიმინდი, ქართული წითელი ღვინო ,განსაკუთრებით კი——-მაყვალი.
მაყვალი———ვარდისებრთა ოჯახშია. მასში ბევრია ფენოლური მჟავა. მაყვალი ითვლება ყველაზე სასიცოცხლო კენკრად , რადგან ის სკლეროზების პროფილაქტიკაა ამ მჟავის დიდი შემცველობის გამო. ის ბოჭკოების და ანტიოქსიდანტების თაიგულია .მაყვალი წმენდს ნეირონებს და ამშვიდებს ნეიროტრანსმიტერებს. მისი მცირედ გადაჭარბება დასაშვებია დიაბეტიანის კვების დროს . მაყვალი წმენდს და ასუფთავებს სისხლძარღვებს და ვენებს, ქმნის კოლაგენის მტკიცე ბიოქიმიურ ბერკეტებს.
ფენოლური მჟავის შემცველი ყველა საკვები კოლაგენის მტკიცე ბოჭკოებს ქმნის. რაც ორგანოების ქსოვილის ვერდაშლის საფუძველი დ ა უჯრედის ჯანმრთელობის ბაზისია. წამლით მიღებულ კოლაგენს დროებითი ეფექტი აქვს, მისი ბიოქიმიური მტკიცე ფორმულა კვებამ უნდა შექმნას. ამ მჟავის პროდუქტებს ანტიჰისტამინური ბუნება აქვთ .ეგზემის, ფსორიაზის ,აკნეს და ალერგიების დროს, ამიტომაა ამ მჟავის სრული ცვლის ძლიერი მოშლა.
სელი——-ჭარბად შეიცავს ფენოლურ მჟავას და მისი სამკურნალო ეფექტი სწორედ მისგანაა. სელი ამ მჟავის გამოა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებში. ის ნაწლავების გამწმენდი და მისი დაავადებების პროფილაქტიკაა. სელი ამცირებს პროსტატის კიბოს შანსს ფენოლური მჟავის გამო. მაგრამ ,სელი ფიტოესტროგენია ანუ ნატურალური ჰორმონი და მისი მიღება ყველას ხელაღებით არ შეუძლია და ამ შემთხევაში დამზიანებელი აღმოჩნდება. შეგიძლია თუ არა სელის მოხმარება არა მარტო მედიკამენტად ,ასევე თუნდაც იმისთვის, რომ ფაფაზე მოაყარო ან მისი პური შეჭამო, ამას წყვეტს მკურნალი ექიმი ესტროგენების სტატუსის მიხედვით.
ფენოლური მჟავა ჭარბადაა ფიტოსტეროლებში. ფიტოსტეროლების გარეშე თანამედროვე მკურნალობები არ ხდება .როცა ექიმი პროსტატიტს ან ქოლესტერინის სიჭარბეს, გულის, ღვიძლის, თირკმლის, ჰორმონულ და სხვა დაავადებებს მკურნალობს— დანიშნულება დაბალი ხარისხისაა თუ ფიტოსტეროლს არ შეიცავს .ისინი არიან სიმსივნეების ,განსაკუთრებით—– პროსტატის , ღვიძლის, ფილტვის, ნაწლავების, თირკმლის კიბოს პროფილაქტიკა. პროსტატიტის მკურნალობა მათ გარეშე უმწეო მცდელობაა. მათ გარეშე სისხლძარღვები გაჯანსაღებისკენ არ წავლენ. მცენარეული ფიტოსტეროლები ჰორმონების ზუსტი ანალოგებია. ფიტოსტეროლები ჭარბადაა ფენოლური მჟავის შემცველ ამ პროდუქტებში —– წითელი და ყავისფერი ბრინჯი, სოიო, შიის კარაქი, ფისტა, კეშიუ, ნესვი, ნუში,არაქისი, თხილი, გოგრა, მზესუმზირა,საზამთროს თესლი, ბანანი, ვაშლი,არტიშოკი,ბროკოლი, მწვანე ლობიო, ასპარაგუსი, კომბოსტო, ოსპი, მუნგის და აძუკის ლობიო, მზესუმზირას ზეთი, ზეითუნის ზეთი და ფოთლები. ყავისფერი ბრინჯი ფენოლური მჟავის დიდი შემცველობის გამოა ნუტრიბიოტიკულ ანუ კიბოს საწინააღმდეგო დიეტაში. ხშირად ვნიშნავ ქოლესტერინის საწინააღმდეგო და გულის უმაღლესი რანგის ევროპულ და ამერიკულ პრეპარატებს, სადაც მთავარ კომპონენტად წითელი საფუარი ბრინჯია.
ფიტოსტეროლია კანოლის ზეთი ,რომელიც კიბოს პროფილაქტიკაა. იგივე რაფსის ზეთია .რომელსაც დაბალი დონის ვითარებაში ანტირეკლამას უკეთებენ. მთავარია მისი გამოყენების სიზუსტე .ის სისხლძარღვებს ამაგრებს,ქოლესტერინს დაბლს სწევს, ცხიმებს ძლიერად წვავს. ახდენს მსუქანს.
ფიტოსტეროლების ბიოქიმიური გრაფიკული გამოსახულება ქოლესტერინის ზუსტად იდენტურია. ისინი ამცირებენ ჭარბ ქოლესტერინს ანუ ბლოკავეენ მას ნაღვლიდან ნაწლავში გადასვლის დროს, რის გამოც ჭარბი ქოლესტერინის შეწოვა აღარ ხდება .ამით ისინი იცავენ, უპირველესად, ტვინს , ღვიძლს და გულს.
ცერამიდი ანუ კერამიდი–მასში ბევრია ფენოლური მჟავა . ცერამიდი არის კანის და საერთოდ ქსოვილის ასაშენებელი ბოჭკოს მთავარი აგური. მოფლარტული, დანაოჭებული კანი უპირველესად კერამიდის ნაკლებობაა. შემცირებული კერამიდი ნიშნავს მოახლოებულ სიბერეს. ის აკავებს მხოლოდ საჭირო წყალს უჯრედებში და აუცილებელი სითხი ს და მინერალების შენაჩუნებით კანი აღარ ჭკნება. ბოტოქსი, გავითარებადი, ჩამორჩენილი ქვეყნების ესთეტიკის მოდაა. განვითარებულ ქვეყნებში ცერამიდის შემცველი წამლები და მანიპულაციები გამოიყენება, დაბერების შესაჩერებლად.
შავი ნიორი—— კიბოს პროფილაქტიკაა,სისხლს იცავს ტოქსინებისგან, ციტოკინების ნორმას ქმნის, ანტისხეულებს ქმნის,სისხლის სიმსივნეების პროფილაქტიკაა ,შლის ამილოიდურ ბალთებს,აჩერებს დაბერებას, ძლიერი ანტიოქსიდანტია. ამერიკული სამეცნიერო კვლევებით ამილოიდურ ბალთებს შავი ნივრის ალიცინები ყველაზე მეტად შლიან და ამილინის ნორმების დაბალანსებაში დიდ როლს ასრულებენ .თანამედროვე ამერიკულ ,ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატებში შავი ნიორია.
ინდური აიურვედული მედიცინის უცვლელი იმუნური ვარსკვლავები —–ალამაკი, ჰარიტაკი და ბიბჰიტაკი . ბიბჰიტაკი მცენარეა და შლის ყველანაირ შლაკს და ამილოიდს. განსაკუთრებით, საშარდე სისტემაში. მისი ორგანული მედიკამენტების გამოყენებით საოცარი სასიცოცხლო ეფექტებია , განსაკუთრებით, თირკმლისა და პროსტატიტის მკურნალობის დროს.
მუნგის ლობიო——ბოჭკოს სასიცოცხლო მარაგია. ბოჭკო ქმნის კოლაგენს. ამინომჟავური ბალანსით დაბალასებული კოლაგენია ორგანოს და სისხლძარღვ-არტერიის დაუშლელობის გარანტი. ჩვენს სინამდვლეში კოლაგენმა ძვლივს შემოაღწია, ისიც მხოლოდ ესთეტიკურ ჭრილში. ჩვენთან მაზე კოსმეტოლოგები მეტს საუბრობენ ვიდრე მედიცინა. ეს ლობიო დაბალკალორიულ ნუტრიციულ დიეტებშია. მისი იზოფლავონები—- ჰორმონებს აბალანსებენ, დაბერებას აჩერებენ, დიაბეტს აჯანსაღებენ. მისი წარმოშობა ინდურია. ევროპაში დიაბეტის დროს ინიშნება როგორც წამალი. ბუნებრივი ფიტოსტეროლია და მტკიცე კოლაგენის და ელასტინის შექმნით დაბერებას აფერხებს. მას აღმოსავლეთის ქვეყნებში საკვებს დაფქულს ამატებენ.
აძუკის ლობიო—- ყველანაირი მარცვალი ლობიო ლექტინებს შეიცავს, რომლებიც კიბოს მთავარი მკვლელებია . მაგრამ მუნგის და აძუკის ლობიო იგივე მედიკამენტებია ძლიერი სასიცოცხლო თვისებებით. აძუკის ლობიო უცხიმოა. მას ურევენ სალათებში, ნამცხვრებში დაფქული სახით. ის იაპონური დესერტების მარგალიტია და ყველაზე ელიტარულ რესტორნებში იყენებენ. ეს იყო ფენოლური მჟავა.
ახლა განვიხილავ ურსოლის მჟავას. რა არის ურსოლის მჟავა?—– ის ქმნის მტკიცე კოლაგენს, აჩქარებს კერამიდის წარმოქმნას, აჩერებს დაბერებას, აელასტიურებს და აახალგაზრდავებს კანს, წარმატებით ებრძვის ასაკს, მეტაბოლიზმს აძლიერებს, ზრდის ინსულინის მგრძნობელობას,აქვეითებს წონას ,წვავს ბევრ ცხიმს, აბალანსებს შაქრის ნორმას ,აჩერებს კუნთების ატროფიას. ის ტერპენია ——აცოცხლებს დაზიანებულ უჯრედებს, აფერხებს კიბოს , ამცირებს ქოლესტერინს .ურსოლის მჟავა არის ამ ჩამონათვალში—–ყველაზე ჭარბადაა უნიკალურ, სასიცოცხლო —-აფრიკულ ქლიავში, ასევე—–ვაშლის კანში, როზმარინში, რეჰანში ,არონიაში .მაღალი ინსულინის დროს ურსოლის მჟავა პათოლოგიურად მომატებულია და შესაბამისად, ეს პროდუქტები არ უნდა ჭამოთ. მაღალი ინსულინის დროს გათლილი ვაშლი უნდა ჭამო ან სულ არა. ურსოლის მჟავის ნორმა ნიშნავს—— ქოლესტერინის და შაქრის ნორმულ რაოდენობას. ურსოლის მჟავა მოქმედებს ისე, როგორც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი—-ქმნის ნატრიუმის, კალიუმის და ქლორის ნორმას. ეს მჟავა ამცირებს ჭარბ, გაავებულ ესტროგენებს ,რაც მედიცინის ყველაზე დიდი პრობლემაა .რადგან, ჭარბი ესტროგენები არის კიბოთა მთავარი მიზეზი. ამ მჟავის გამო აფრიკული ქლიავი არის სამკურნალო ხილის სასწაული. მოზრდილ ბავშვებს კარგად გარეცხილი, გაუთლელი, კანიანი ვაშლი აჭამეთ.
არონია——კენკროვანია ვარდისებრთა ოჯახიდან . მისი მეორე სახელია—- შავნაყოფა ცირცელი .ურსოლის მჟავის ასევე პექტინების და მინერალების სიუხვის გამო ის უნიკალური ხილია. ფართოდ ვიყენებთ პედიატრიაშიც . აჩერებს დაბერებას, აუმჯობესებს დიაბეტის ხარისხს, ამცირებს ქოლესტერინს, წმენდს ამილოიდურ ბალთებს და თრომბებს , განსაკუთრებით კაპილარებში, რის გამოც მისგან თვალის პრეპარატებია შექმნილი.
გარდა ამისა ცნობილი გამწმედებია———დონგ ქუაი, მრგვალფოთოლა მსხალი; ბალახი პლანეტა,რომელიც მჟავა-ტუტოვან წონასწორობას ეხმარება; კულბაბას ფესვი,მას ყვითელი, ბურთივით ყავილები აქვს; ძირტკბილა ,კელპი, ბალახი -ჭინჭრის ციება, გოტუ კოლა, ყასაბის ცოცხი ანუ ჯალათის ნემსი ;ფლავონოიდები—-დიოსმინი და ჰესპერიდინი ციტრუსის კანიდან.მაქსიმალურად გამოყენეთ ციტრუსის კანი დესერტებში, მურაბებში. ასევე გამწმენდებია——ბალახი ცხენის კუდი ,ბერგამონტი, სასიცოცხლო კოსანოლები და სხვა.
ცხენის კუდის ბალახში 10 პროცენტი სილიციუმია და სწორედ ის არის შლაკების , თრომბის და ამილოიდების დემონტაჟის საფუძველი.
სილიციუმის შემცველობის გამო—– ბამბუკი გამწმენდია ,იმუნიტეტს ამაღლებს ,შარდმდენია, ძვლის და სახსრების მკურნალია, თმას ზრდის საჭირო ადგილებსი ანუ ჰორმონების დამბალანსებელია.
ყასაბის ცოცხის ექსტრაქტი ძლიერი ანტიკოაგულანტია. წმენდს ვენებს, სისხლძარღვებს ,გარე კაპილარულ ვენურ ვარსკვლვებსაც.
იორდასალამი , მხოლოდ ექიმის მკაცრი მეთყვალურეობის ქვეშ მიიღება, რადგან მისი მიღებისას დოზირების დარღვევა ძლიერ ტოქსიკურია და ადამიანებს აზიანებს.
მკაცრი გაფრთხილებაა ——-არცერთი ჩამოთვლილი არ გამოიყენოთ პირადი ექიმის კონტროლის გარეშე. რადგან ,უმრავლესობა ჰორმონია ან ანტიკოგულანტია .ანტიკოაგულანტების არასწორად მიღება სისხლდენებს იწვევს. ძირტკბილა ჰორმონების დაბალანსების მესაჭეა. მაგრამ, ის ესტროგენების და ანდროგენების სტატუსის მიხედვით ინიშნება . თუ არა—– შეიძლება დამზიანებელი იყოს. ყველა ამ ჩამოთვლილი მცენარეების ნაყენები და წამლები ექიმების მკაცრი კონტროლით და ფარმაკოლოგიური სიზუტის დაცვით ინიშნებიან.
ყველანაირი გაწებება, თრომბი, შლაკი, კენჭი, ყაბზობა, კისტა, ფიბრომა, პოლიპი, ფიბროზი,ამილოიდური ბალთა, მეტასტაზი და საერთოდ ყველა პათოლოგიური შემკვრივების სათავე——–დაზიანებული პანკრეასია მოშლილი ამილინის ფონზე, რის შედეგად ხდება ცილების ნორმული შეერთების დარღვევა. ჩამოთვლილების უკან პანკრეასის ქრონიკული, ღია ან ლატენტური უკმარისობაა, რომლის დროსაც განსაკუთრებით, გოგირდის და სპილენძის ცვლა ირღვევა ,ამინომჟავები დეზორგანიზდებიან. განსაკუთრებისთ იშლება ამინომჟავა ცისტეინის ცვლა. ფერმენტების შემქმნელი—– ჰიპოფიზის და პანკრეასის ლატენტური უკმარისობა ——ესაა ფონი თრომბების, შლაკების , პოლიპის , ამილოიდური ბალთების და ყველა შემკვრივებული წარმონაქნების . ეს პროცესი მეტ- ნაკლები დოზით ყველა დაავადების მთავარი მიზეზია—— თავის მსუბუქი ტკივილიდან დაწყებული მეტასტაზის ჩათვლით. ჩამოთვლილი ხილი და მცენარეები სისხლძარღვებს წმენდენ ამ მკვლელი შეწებებების ძლიერ პროფილაქტიკას აკეთებენ .გოგირდი ყველა ორგანოს შემაერთებელი ქსოვილის ნაწილია. სახსრების ან ღვიძლის პრობლემა უპირველესად გოგირდის ცვლის მოშლა ან მისი ნაკლებობაა. სახსარი ან კუჭ-ნაწლავი და ღვიძლი იმიტომ არ ურჩება ადამიანებს, რომ გოგირდის ცვლის აღდგენაზე არ არის მცდელობები . წებოსავით გაწებებული ფორმულაშეცვლილი გოგირდი ყველა შემკვრივების შემადგენელია. იმდენად მოშლილია გოგირდის ცვლა სახსრების დაავადებების დროს, იუმორის ძლიერი მხარეა მარტო დიკლოფენაკების რიგის პრეპარატებით მკურნალობა. დეპრესიის, ღვიძლის, ფილტვის, ფსიქოზების და საერთოდ ყველა ორგანოს შემაერთებელი ქსოვილის მაღალი დონის მკურნალობა, უპირველესად, ჩაშლილი გოგირდის ცვლის აღდგენაა. ღვიძლი, ციროზამდე და კიბომდე მიდის გოგირდის და სპილენძის ცვლის ბოლომდე მოშლით. რომლის ფონზე მრავლდება თრომბი, ამილოიდი და შლაკები. ეს პროცესები ,ეს შემკვრივებები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების სახელებით გვევლინებიან ,გაიწოვებიან მხოლოდ ამინომჟავების ბალანსით და არა უმიზნო შემატებით, რაც დამღუპველია. ფიბროზი ფილტვში იქნება თუ ღვიძლში, მის უკან ყოველთვის დაზიანებლი პანკრეასი დგას ან კლასიკური კისტური ფიბროზის დიაგნოზით ან მისი სხვადასხვა სიმძიმით, რაც აფერხებს ცილების სწორ შეერთებას— ადჰეზიას . ნებისმიერი, მძიმე თუ მსუბუქი —–პანკრეასის კისტური ფიბროზი, ბოლოს—- ტვინის გლიის დაზიანებით, გლიოზებით, ორგანოების გადაგვარებით და ნეირონების კვდომით მთავრდება. პირველად ტვინში უბანი კვდება, შემდეგ კი ის ორგანო ,რომელსაც ტვინის ეს მონაკვეთი აინერვირებს. ყაბზობა—–კუჭში გასვლის პერიოდული გაძნელება —— პანკრეასის კისტური ფიბროზის გამოხატულებაა. ცხიმის გამოჩენა ფეკალიაში , პანკრეასის რთული კისტური ფიბროზია. ახალშობილთა შეკრულობები კისტური ფიბროზის მომავალია.
ევრო-ამერიკული მედიცინა უმაღლეს სტანდარტებშია. ორგანული მედიკამენტები არსებობს და მათ კომბინაციას ხშირად ვიყენებთ, რომლებიც ————–ცილების პათოლოგიურ ადჰეზიის ანუ შეწებების ,შემცირებას ან გაწოვას და მოშლილი ადჰეზიის ს შედეგად წარმოშობილი——–პოლიპის, ფიბრომის, კენჭის, ფიბროზის და მსგავსების დაშლას ახდენენ , სწორი საბაზისო მკურნალობების ფონზე. ამ სტილის მკურნალობებით, ნორმული ადჰეზიის აღდგენა ნიშნავს ——-მეტასტაზის წარმოშობის შანსის გაქრობას , მითუმეტეს სხვა წარმონაქმნების . პათოლოგიური ადჰეზიის გამოსწორებას აკეთებენ ორგანული კონკრეტული მედიკამენტები .რაც შეეხება ამ სტატიაში ჩამოთვლილ ნივთიერებებს ,ისინი ადჰეზიის მოშლის , მხოლოდ, პროფილაქტიკას აკეთებენ.
ბევრჯერ ვიმეორებ ,არ გამოიყენოთ ჭურჭლის სახეხი მავთული . კვლევებით დადგენილია, რომ მისი წვრილი ნაწილაკები ჭურჭლიდან საკვებში აღწევს და ტვინში ლაგდება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ალუმინის სიჭარბე ალცჰაიმერის დიდი რისკია და ხშირი მიზეზი. არ მოამზადოთ კერძი ალუმინის ჭურჭელში.
ამერიკული კვლევებით დადგენილია —–ჰერპესი ტუჩზე ,თუნდაც ერთხელ, ალცჰაიმერის და სკლეროზის დიდი შანსია. ჰერპესის ვირუსი ამილოიდური ბალთების, შლაკების და თრომბების მუდმივად შემქმნელი ქარხანაა .თუ ბავშვობაში ჩუტყვავილა გაქვთ გადანატანი ,თუნდაც ჰერპესული გამონაყარი ახლა არასოდეს იყოს,მაინც ჰერპესის საწყობად ითვლებით და ამ ვირუსის სანაცია სულ უნდა მოახდინოთ. ჰერპესი არის ბევრი მძიმე დაავადების გამომწვევი. ბავშვობაში ჩუტყვავილას გადატანა ნიშნავს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვადსხვა ანთებების დროს ეტიოლოგიურად ჰერპესის მონაწილობას .
ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევებით დაასკვნეს, რომ ყავა ესპრესო ალცჰაიმერის პროფილაქტიკაა.
მოძრაობა, კვების ხარისხი, ინტელექტის გაღრმავება , ხალისიანი მეგობრები ,სტრესების აცილება, ბოღმიანი ადამიანებისგან იზოლირება, სკლეროზისგან ძლიერი დაცვაა.
კვლევებით დადგენილია, რომ თამბაქოში შემავალი ნიკოტინის მსგავსი ნივთიერება —-ნორნიკოტინი ალცჰაიმერის და სკლეროზების დიდი შანსია.
სამყაროში ყველაფერი ბალანსირებულია. ბოროტების სამაგიეროს თავად სამყარო იხდის . ადამიანმა ფიქრებშიც კი ცუდი არ უნდა გაიფიქროს სხვაზე . არავის არ უნდა გაუკეთო და არც უსურვო ცუდი. რადგან, სხვებისადმი მავნე სურვილების და ქმედებების დროს ტვინში ტოქსიკური ნივთიერებები მატულობს. ტვინი რაც მეტ კეთილ აზრებს და სხვისი დახმარების სურვილებს შეიცავს, მით მეტი სასიცოცხლო ნივთიერებები გამომუშავდება. ეს დადგენილია მეცნიერულად. სიყვარული და სიკეთე ყველა სიბნელეს და დაავადებას ამარცხებს და ადამიანს აჯანმრთელებს. კეთილი სურვილები და თუნდაც მცირე ქველმოქმედებები ტვინს სკლეროზისგან იცავს.
ბეტა ამილოიდი რაზედ ვისაუბრე, უკიდურესად შხამიანი ცილაა ,ტვინს წამლავს და სკლეროზებს იწვევს. სხვის მიმართ ცუდი ფიქრების , ბოროტების სურვილის, შურისძიების წყურვილის დროს ბეტა ამილოიდი იმატებს, წამლავს ტვინს და სლეროზის და ალცჰაიმერის რეალური წინაპირობაა. რაც მეტია სიკეთის , სხვისი გახარების სურვილი ,მით ნაკლებია შანსი ბეტა ამილოიდის წარმოქმნის და სისხლძარღვებში დაგროვების. ნაკლები ბოღმა ,ტვინის მეტი ჯანმრთელობის გარანტია. რადგან, ამ დროს ბეტა ამილოიდის შხამების დაგროვება არ ხდება.
მსოფლიოს ყველაზე ცნობილ — თეოლოგიის მეცნიერებს–ექიმებს მოყავთ მაგალითები სასწაულმოქმედი განკურნებების. მსოფლიოს რელიგიურ ცენტრებში ადამიანები უკურნებელი სენისგან განიკურნენ. როგორ? გულმხურვალე ლოცვის დროს , როცა არ ფიქრობდნენ ვინმეს შურისძიებაზე, ბოროტებაზე, ადამიანებს დაეუფლათ——რწმენა. იმედიანი რწმენა შეესაბამება—— სულის სისუფთავეს, ადამიანების მეტ სიყვარულს და სიკეთისკენ სწრაფვას. ამ ვითარებაში ორგანიზმში გამომუშავდება სასიცოცხლო ნივთიერებები და მცირდება შხამები, მათ შორის ბეტა ამილოიდები. ეს კი ჯანმრთელობის და დიდხანს სიცოცხლის საწინდარია. სამყაროსგან ნათხოვარი დროებითი სიცოცხლის დროს —–ადამიანმა უნდა გაიხაროს სხვისი სიხარულით , ბოღმები დაიშროს , ადამიანების სიყვარული და ხელშეწყობა ისწავლოს . ეს არის ჯანმრთელობის დაცვის და სიცოცხლის მთავარი ფორმულა. რადგან, სიკეთის და სითბოს გაცემა ადამიანებს, ბეტა ამილოიდებს და სხვა შხამებს უნეიტრალებს.
მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ადამიანი ყველაზე უსწრაფესად ბერდება და კვდება ტელომერების დამოკლების გამო. ტელომერები ქრომოსომების კუდებია ,რომლებიც დეენემს იცავენ . ტელომერის სიგრზე ადამიანის ასაკის უზუსტესი განმსაზღვრელია .უჯრედი წყვეტს გაყოფას და ადამიანი მალე კვდება, თუ ერთი ტელომერი მაინც ძალიან დამოკლდება. ტელომერებს ზრდის ანუ სიცოცხლეს ახანგრძლივებს —-სხვების მიმართ უბოღმო ,კეთილი განწყობები და მადლიერების გამომხატველი ქმედებები. ტელომერების თანდათან დაგრძელებას ექიმები,ორგანული, შესაბამისი მედიკამეტებით ვაკეთებთ, მაგრამ არაფერია იმაზე მეტად სასიცოცხლო , როგორც კარგი განწყობები და ადამიანთა შორის გულთბილი ურთიერთობები.
მედიცინამ დაამტკიცა——–როგორც გულის გაჩერება არ მოხდება კალმოდულინის მუტაციის გარეშე , ისე მესხსიერების თანდათან კარგვა არ ხდება მის გარეშე. დროულად და და აკადემიურად ნამკურნალები ყველაფერი იკურნება. ამიტომ დაავადებები არა ზერელეთ, ბიოქიმიის და ფიზიოლოგიის გაანალიზებით უნდა გავნიხილოთ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share