მხოლოდ მათ სწორ მართვას შეუძლია— დაბერება დროში გადაწიოს, ჰეიფლიკის სასიცოცხლო ლიმიტი გაახანგრძლივოს და უფრო მეტ ხანს გაცოცხლოს.
სიცოცხლის გახანგრძლივების რელური გზა ცნობილია
პირველი ნაწილი
წინა საუკუნეში მედიცინას ეგონა, მიტოქონდრიების დონეზე მეტაბოლიზმს ახდენდა, მხოლოდ—–იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემები. ფიქრობდნენ, მხოლოდ ეს სისტემები მართავდნენ ჯანმრთელობას და მეფოდნენ სიცოცხლეზე. გრანდიოზულმა სამეცნიერო სამუშაოებმა, რაც ძირითადად ამერიკასა და ევროპაში ჩატარდა, აჩვენეს , რომ ამ სისტემების და საერთოდ სიცოცხლის ღერძის მაფუნქციონირებელი——ბიოლოგიურად აქტიური პეპტიდებია. ამინომჟავების ფონზე , პეპტიდების გააზრების გარეშე, მედიცინა მკითხაობას ემსგავსება და მკურნალობის შედეგი მინიმალური და დროებითია. არ მაქვს თემა ან რეკომენდაცია, სადაც რომელიმე პეპტიდზე არ ვსაუბრობდე. მაგრამ, რადგან მედიცინის ანალიტიკა ყველგან ვერ ხდება, ამიტომ კონცენტრირებულად უნდა გავიაზროთ. რომ მიაღწიოთ სიცოცხლის მეტ წლებს. რადგან , სიცოცხლე დგას პეპტიდებზე. ისინია სიცოცხლის ბაზისები. უმართავი პეპტიდები მართავენ მოურჩენელ დაავადებებს და მისი შედეგი კიბო ან ხანმოკლე სიცოცხლეა. ეს დიდი კლასია იმდენი ამოუწურავი დეტალებით, როგორც სიცოცხლის საიდუმლოები. განვიხილავ მხოლოდ ისეთ ებს, რომელთა მოშლა განსაკუთრებით ზღუდავს სიცოცხლეს და იწვევს შემაწუხებელ დაავადებებს. ეს თემა, ბევრნაწილიანი იქნება. დღევანდელი ეკოლოგიის ფონზე ადამიანები იმყოფებიან ოქსიდაციური სტრესის დამზიანებელი გავლენის ქვეშ. სწორად შედგენილი მკურნალობაც უშედეგოა, თუ ოქსიდაციური სტრესის განეიტრალება არ ხდება .ბევრჯერ ავხსენი ამ ტიპის სტრესი. ეს არის თავისუფალი, კიბოს რადიკალების ჩასახლება ორგანიზმში. ეს , უკონტროლო გარემოს ფონზე ,დღეს ინტენსიურად მიდის ყველა ორგანიზმში. ნებისმიერი დაავადების დროს, მითუმეტეს თუ სისხლძარღვები დაშლაკულია, ანტიოქსიდანტური საკვები, ა ნტიოქსიდანტური მედიკამენტები თუ მცენარეები აბსოლუტურად უეფექტოა, თუ პეპდიტების სტრუქტურა და ფიზიოლოგია დაზიანებულია . რადგან , თავად პეპტიდებია მთავარი ანტიოქსიდანტები .ისინი არეგულირებენ სხვა ანტიოქსიდანტების მიმღებლობას და შეწოვას . შესაბამისად ,კიბოს დამართება—–არდამართება მთლიანადაა დამოკიდებული პეპტიდების ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. მეცნიერულად დადასტურებულია, რო მ პეპტიდების მოშლა ასტატუსებს ნაადრევ სიბერეს და ზუსტად განსაზღვრავს სიცოცხლის შემცირებულ დროს. უამრავი მაგალითია. მაგალითისათვის—დიპეპტიდ კარნოზინის ჯანმრთელი ცვლა და შედეგად ფიზიოლოგიური ქმედებების სისწორე გადამწყვეტი ფაქტორია—–ტვინის, გულის და ღვიძლის ამილოიდოზის ანუ ჭარბი ქოლესტერინის დაგროვების შესაჩერებლად. ანუ რომ არ მიიღოს ადამიანმა—– ალცჰაიმერი ,კიდევ მეტი ქოლესტერინის სიჭარბე და მისი სასიკვდილო შედეგები, გულის და სხვა ორგანოების ღრმა დაზიანებები. იგივე დიდეპტიდი ბაზისურად განსაზღვრავს აუტიზმის ბედს. აუტიზმის ჩამოყალიბებასაც და სიმძიმის ხარისხს. აუტიზმის მძიმე ფორმა იქნება თუ თითქმის შეუმჩნეველი, ეს დამოკიდებულია ამ დიპეპტიდის დაზიანების ხარისხზე. ეს დიპეპტიდი თავისი ბიოქიმიური სისტემით, წინ ეღობება ტვინის და გულის სისხლძარღვებში ,რომ არ ჩაეფინოს ქოლესტერინული —- ამილოიდური შლაკები და არ წარმოიშვას სკლეროზები, დემენცია ალცჰაიმერი და სხვა ორგანოების დაზიანებები. სისხლძარღვებში, ამილოიდური ანუ ქოლესტერინული შლაკების ჩაფენით იწყება ნეიროდეგენერაციული პროცესები. ამიტომ, პეპტიდების გააზრების გარეშე სწორი მკურნალობის მიმართულებები ვერ შედგება. ეს და სხვა პეპტიდები წინ ეღობებიან ზეჟანგურ დაჟანგვას. მაგრამ, თუ ამინომჟავა ჰისტიდინის ცვლა ნორმის ფარგლებში არ არის, დიპეპტიდი კარნოზინი ამას ვერ აკეთებს და ხელფეხშეკრულია. ამილოიდები როგორც მათზე სტატიაში ავღნიშნე , ეს არის გადაგვარებული ცილოვან—ნახშირწყლოვანი მასები, რომლებიც ლაგდება არტერიების და სისხლძარღვების შიგა კედლებზე. ეს გადაგვარებული ცილოვან—ნახშირწყლოვანი მასებია სწორედ, დაგროვილი ქოლესტერინის მთავარი შემადგენელი. რომლებიც იწვევენ ყველა ორგანოს გადაგვარებას. ანუ ამინომჟავა კარნოზინი და დიპეპტიდი კარნოზინის ფიზიოლოგიურად დალაგებული ცვლა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია , რომლიც ჭარბ ქოლესტერინს ბლოკავს საწყის მექანიზმებში. ეს დადასტურებულია მეცნიერულად. ამას ისინი მხოლოდ მაშინ გა აკეთებენ , მათი ცვლის შემადგენელ დარღვეულ რეაქციებს თუ აღვადგენთ. როგორც სხვა პეპტიდის, კარნოზინის პირდაპირ მიღება აბსოლუტურად უშედეგოა და პირდაპირი ფორმით ძალიან იშვიათად გამოიყენება. რაც მას ქმნის , იმ მიმდინარე რეაქციების კომპონენტების ზედმეტობა ან ნაკლებობა უნდა გასწორდეს . ასე ხდება ექიმის მიერ ცვლის აღდგენა.
გლუტათიონი, რომელსაც თანამედროვე ევროპული მედიცინა სასწაულმოქმედს ეძახის—-ტრიპეპტიდია. იხილეთ ჩემი სტატია გლუტათიონზე, სრული წარმოდგენისთვის. ის არის გარანტი ნორმული ჟანგვა-აღდგენის. პეპტიდის ნორმული რიცხვი არის, სწორი ჟანგვა-აღდგენის და შესაბამისად ,ადამიანის მეტი ჯანმრთელობის გარანტი. სწორი რეაქციებით შექმნილი გლუტათიონი, იცავს ორგანიზმს, როგორც სტრესული დარტყმებისგან, ისე ოქსიდაციური სტრესისგან. არასწორი ჟანგვა ანუ ჟანგვითი სტრესი ფლეთს დეენემს. თუ ექიმი მაღალი დონისაა, ნებისმიერი ჩივილის, ნებისმიერი ანალიზის ან რადიოლოგიური კვლევის შედეგებზე, უპირველესად ჟანგვა-აღდგენის დაზიანების ხარისხს აკვირდება დეტალურად ყველა პაციენტში. დაავადება არის ჟანგვა-აღდგენის დარღვევა. რაც მეტადაა დარღვეული, მით უფრო რთულად მიდის დაავადებები .მაგალითად, შაკიკის შეტევის დროს შაქრის კრიტიკულად არასწორი ჟანგვაა უჟანგბადო არეში.რაც დეტალურად განვიხილე აერობული და ანაერობული დაჟანგვების თემაში. კიბოს დროს ჟანგვა-აღდგენის მაქსიმალური მოშლაა. მაგალითად, ნეიროპეპტიდებით ჟანგვა -აღდგენის დარღვევა, გამოიხატება——ძილის მოშლაში; მეხსიერების, ინტელექტის, მხედველობის, გონების დაზიანებაში ;ფარული და ღია გლიოზების წარმოშობაში, დამბლების განვითარებაში, შაკიკში, ინსულტის პროვოცირებაში, მაღალ წნევებში და სხვა .რადგან, ამ ტიპის პეპტიდები ზურგის და თავის ტვინში იქმნებიან. ამ ჩამოთვლილი და მსგავსი დაავადებების მკურნალობაში ნეიროპეპტიდებს თუ არ გამოასწორებ და პაციენტს უსარგებლო წამლებით გაუვსებ კუჭს, რა თქმა უნდა ეს პათოლოგიები ბოლომდე ვერ მორჩება. ინსულტის დროს , შესწავლილია, რომ პეპტიდები ბოლომდე დაცემულია. რკინის კონსტრუქცია რომ დაეცეს ადამიანს თავზე ,შეიძლება მორჩეს და დიდხანს იცოცხლოს. ასეთი მაგალითები გვინახია ექიმებს. მაგრამ, ინსულტი ხშირად ადამიანს , სრულიად მშვიდ და კომფორტულ ვითარებაში ემართება , როცა პეპტიდების შემცირების ან მოშლის გამო ჟანგვა-აღდგენა ძლიერ დაზიანებულია. პეპტიდები , ჟანგვა-აღდგენის ლიდერები და სასიცოცხლო ფიზიოლოგიის აქტივისტებია. სუნთქვის ფიზოლოგიურ სქემებში , მის დარღვევაში, ფილტვის ანთებიდან დაწყებული —ასთმის და ჰაერის ჩასუნ თქვის სასიკვდილი შეწყვეტის ჩათვლით, წამყვანი ა ჟანგვა -აღდგენის მიმდინარეობის ხარისხი. რა დონეზეც ირღვევა სასუნთ სისტემაში ჟანგვა-აღდგენა, იმ სიმძაფრითაა დაავადებები .სასუნთ სისტემაში სასიცოცხლოდ კარდინალური მნიშვნელობისაა ამინომჟავების——–ცისტეინის და ჰისტიდინის პეპტიდები. თუ ამ ორი ამინომჟავის და მათი პეპტიდების ცვლების სრულ გასწორებაზე არ ვიზრუნეთ, არასოდეს არ მორჩება სასუნთქი სისტემის დაავადებები—-ასთმა, რინიტი, ფიბროზი და სხვა. ფილტვები მივა ან ბრონქოექტაზიულ დაავადებამდე და ფქოდამდე ან სიმსივნემდე ან გაღრმავდება ჰიპოქსია და დაზიანდება ნებისმიერი ორგანო. რადგან ,ორგანოები არსებობენ ჟანგბადით. რომელიც სასუნთქი სისტემიდან მარაგდება. ამიტომაცაა ყოველთვის , ფილტვის ფიბროზის დროს ჰისტიდინის ცვლის სრული მოშლა.
ზრდის ჰორმონზე, სიმატოტროპინზე და სომატოსტატინზე ყველა თემაში ვსაუბრობ. რადგან მათზე დგას სიცოცხლე და დაავადების მორჩენის პრინციპები. ისინი მთავარი პეპტიდებია. მათ მომდევნო თავებში ისევ დავახასიათებ.
პეპტიდები——ზოგი ჰორმონია, ზოგი ნეიროტრანსმიტერია, ზოგი ზრდის ფაქტორია და ასე შემდეგ. უნდა იცოდე რომელი პეპტიდია,კონკრეტული დაავადების დროს უპირველესად სასიცოცხლო და რას ჩასჭიდო ხელი ადამიანის გადასარჩენად. ახალი ღეროვანი უჯრედების წარმოქმნა პეპტიდების გარეშე შეწყვეტილია. რამდენი ღეროვანი უჯრედი აქვს ადამიანს , იმდენ დღეს იცოცხლებს. ჰორმონები უმწეოა პეპტიდების სრული სიჯანსაღის გარეშე. რაც უფრო დარღვეულია პეპტიდი , მით უფრო ცუდად მუშაობს ტვინი და დ ა ღრმავდება დაავადებები. VIP ი ბევრია ჯანმრთელ ტვინში. ამ პეპტიდის ნაკლებობის დროს ტვინი კარგავს ჯანმრთელობას . ტვინი წყვეტს სიცოცხლეს ვიპის გარეშე. პეპტიდების ძირითადი ფუძე —-ამინომჟავებია. მაგალითად პეპტიდი— გლიპროლინები, რომლებსაც სხვა თავებში განვიხილავ , შედგება ამინომჟავებისგან —გლიცინი და პროლინი.
ადრე დაბერდები თუ სულ ახალგაზრდული ფორმა გექნება, ეს მთლიანად არის დამოკიდებული პეპტიდებზე. როდის მოკვდები ამას პეპტიდები წყვეტენ. უფრო ზუსტად, ამას ეპიფიზი წყვეტს. პეპტიდები კი ეპიფიზის სამსახურში არიან და ადამიანს აცოცხლებენ. ღმერთი და სამყარო ხანგრძლივი სიცოცხლის შანსს გაძლევს, იმის მიხედვით, თუ როგორ გაუფრთხილდები მათ სასიცოცხლო ელჩებს —-პეპტიდებს. ამერიკული მედიცინის თანამედროვე მეცნიერებმა ბევრი მნიშვნელოვანი ცდების შემდეგ დაამტკიცეს, რომ პეპტიდების სწორად მართვით , შესაძლებელია, როგორც დაბერების აცილება ისე სიცოცხლის რეალურად გახარგრძლივება. სიბერის თემა ძალიან ვრცელია, რომ სრულად დავახასიათო. სიბერის აცილების თემას აქ განვიხილავ მხოლოდ პეპტიდების ჭრილში. ამერიკული ურთულესი სამედიცინო ცდებით გამოვლინდა, რომ სიბერის დადგომას აჩქარებს გენების დასუსტება . უფრო ხშირად იმ გენების დასუსტება , რომლებიც ——მკაცრად აკონტროლებენ თანდაყოლილი იმუნიტეტის შექმნას ; ანთებების მორჩენას; ქმნიან და ამუშავებენ აპოპტოზს ანუ ნებისმიერი მძიმე დაავადებისგან ან კიბოსგან დამხსნელ იმუნიტეტს ;მართავენ—–მეტაბოლიზმს ,ენერგიის შექმნას; კოლაგენის შექმნას, რომლის ცვლიდან ერთი რეაქციის ამოვარდნაც კი, იმუნიტეტის ნგრევის დასაწყისიაა. დადგინდა, რომ დაბერებას აჩქარებს ასევე, დეენემის სპირალის დაზიანება. დეენემი ადრე და ძლიერად ზიანდება ამ შემთხვევებში——-მოურჩენელი ქრონიკული დაავადებები, არასწორი მკურნალობები ;მძიმე მეტალების ზეწოლა ორგანიზმებზე, რაც ამ ეპოქისთვის უკიდურესად ხშირია; ვირუსები ,პარაზიტები, სტრესები; არანატურალური კვება ; ციტოზინის თიმინად გარდაქმნა ,პათოლოგიურად დარღვეული რეაქციებით. ციტოზინი—–დეენემის შემადგენელია. ციტოზინი აზოტოვანი ფუძეა პირიმიდინის შექმნილი. დეფექტური ციტოზინი და თიმინი ფუძეებთან ქმნიან ბმებს, რომლებიც აზიანებენ და ფორმას უცვლიან დეენემის სპირალებს .მაგალითად, დაავადება პოდაგრა, რომლის გააზრება დღეს ჩვენთან უკიდურესად ზედაპირულად ხდება, პირდაპირაა დაკავშირებული დეენემის ღრმა დაზიანებასთან და პირიმიდინებთან. დეენემს ასევე აზიანებს——ხშირი რადიოლოგიური კვლევა; მზის ჭარბი გამოსხივების ქვეშ ყოფნა ; ნებისმიერი დამწვრობა, თუნდაც თითის; სოლარიუმი. დეენემს რენტგენი უფრო აზიანებს ვიდრე უფრო რთული კვლევები. ნებისმიერი ქრონიკული დაავადება დეენემის დაზიანებით მიდის. დაზიანებული დეენემი ზომაში მატულობს და კუმულირდება, ჰეტეროქრომატინის თანდათან გაქრობის გამო. ჰეტეროქრომატინი, ქრომოსომების ყველაზე საიდუმლო , შენახული და დაცული ნაწილია. ესაა გენების ყველაზე წყნარი უბანი. აქ ინახება , ეპიფიზის ყველა სასიცოცხლო საიდუმლო. გაგახსენებთ, თანამედროვე მსოფლიო მედიცინის ყველაზე ავტორიტეტული მეცნიერები ,ეპიფიზს, ღმერთის მეთვალყურეს უწოდებენ ორგანიზმში. ჰეტეროქრომატინული უბნები უკიდურესად საჭირო სასიცოცხლო როლს ახორციელებენ——- შთამომავლობაში გენების ჯანსაღად გადაცემისთვის;, არადეფექტური ბავშვის დაბადებისთვის; ბავშვისთვის, წინაპრებიდან, მხოლოდ უფრო ჯანმრთელი გენეტიკური ნიშნების გადაბარებისთვის ; გენების გადაცემის დროს, წინაპრების გენების დაზიანებული უბნების დაბლოკვისთვის .ადამიანი როცა უკიდურესობაშია—- ან ტრავმის ან მძიმე პათოლოგიის ან დეპრესიის და სხვა დროს, მას ჰეტეროქრომატინული უბნიდან ეპიფიზის საშუალებით ,როგორც სასწრაფო დახმარება, ეძლევა სიცოცხლის შესანარჩუნებელი იმუნიტეტი, რომლის წყაროა ჯანმრთელი, თუნდაც უკვე გარდაცვლილი წინაპარი. ანუ ჰეტეროქრომატინული უბანი თუ ჯანსაღადაა ,როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში გეხმარება წინაპრის იმუნიტეტით, ასევე, ბლოკავს წინაპრის პათოლოგიები რომ არ მიიღო. სამყარო გეხმარება რომ იცოცხლო. ის ფეხზე წამოგაყენებს წინაპრის იმუნიტეტით. ამას ჰეტეროქრომატინული უბანი, მხოლოდ ჯანსაღი პეპტიდების საშუალებოთ ახერხებს . რამდენადაც უფრო ჯანსაღი გაქვს პეპტიდები, იმდენად მეტად გამოგაყენებინებს ეს უბანი წინაპრის იმუნიტეტის საუკეთესო ნაწილს და მეტად დაბლოკავს წინაპრის დაავადებებს, რომ არ გადმოგეცეს.
როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობ, ისეთივე სიჯანმრთელის შთამომავალს ქმნი. ნარკომანი მამების ჩასახულ შვილებს მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ასეთი ბავშვები უკვე დაზიანებული გენებით ევლინებიან სამყაროს. მამის ან დედის მიერ პლანის მოხმარება, რომელიც ზოგისთვის მსუბუქ ვარიანტად აღიქმება, სხვა ნარკოტიკზე მეტი ზიანის მომტანია. პლანი უკიდურესად აზიანებს გენებს , დეენემს და სრულად შლის ფენილალნინის ცვლას უკვე დაბადებამდე. რადგან, ნარკოტიკის მომხმარებლის შვილებში ჰეტეროქრომატუნული უბნები უკვე ნაყოფის მდგომარეობაშივე განლეული და დაზიანებულია. ჰეტეროქრომატინის განლევა ეს ქრომოსომების და გენების წარსულთან კავშირის თანდათან გაწყვეტაა . გენებს გენეტიკური წარსულიდან ამ ბავშვისთვის უნდა ამოექაჩათ ჯანსაღი თვისებები. წარსულთან კავშირის გაწყვეტა ჩატეხილი ხიდია მომავალზე. ესაა სასიცოცხლო წლების შემცირება. რადგან ,ერთი ადამიანის სიცოცხლე, თავისი გენეტიკური ჯაჭვის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ ნაწილის სიჯანსაღეს მთელი ჯაჭვის მცდელობა განსაზღვრავს . ჰემოქრომატინთან ერთად ქვეითდება ასევე — სასწაულმოქმედი სასიცოცხლო ლამინები. იხილეთ ჩემი სტატია ლამინებზე. ლამინები პირდაპირაა დაკავშირებული ამინომჟავების ფუნქციებთან, სიბერესთან და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივებასთან. როგორც ლამინების შემსწავლელი ევროპელი მეცნიერები ამბობენ——-ამიტომაც აქვთ მათ გრაფიკულ კორპორაციას———–ჯვრის ფორმა.
ჰეიფლიკის ლიმიტი უჯრედის გაყოფის ბოლო რიცხვია ანუ სიცოცხლის დარჩენილი დღეები ან წლები .ბოლო გაყოფის შემდეგ ადამიანი კვდება .ამერიკელმა მეცნიერმა ჰეიფლიკმა შექმნა, დაბერების ყველაზე გონიერი კონცეფცია. ამის საფუძველზე თანამედროვე მედიცინის მეცნიერებამ შეიმუშავა დაბერების შეჩერების მექანიზმი. ასევე ქრომოსომების სიგრძეში დამოკლების თინეიჯერული ეფექტები ანუ ტელომერების. ტელომერები ქრომოსომების ბოლო ნაწილებია. ჰეიფლიკის ცდების დასკვნით, ადამიანის უჯრედის მაქსიმალური შესაძლებლობაა დაასრულოს მიტოზი ანუ გამრავლება გაყოფის გზით, მაქსიმუმ 40დან 60ჯერ. შემდეგ კი ხდება გარდაცვალება. არასრულფასოვნად ნამკურნალები ქრონიკული დაავადებების დროს მიტოზი ამდენ ხანს არ გაგრძელდება. მედიცინის მეცნიერების თანამედროვე უმნიშვნელოვანესი ცდებით რეალურად დადგინდა, რომ ჰეიფლიკის ლიმიტს ანუ სიცოცხლეს ახანგრძლივებს———- პეპტიდები. შარშან ამერიკელმა მეცნიერებმა რეტის სინდრომის დიდი პრობლემა მოხსნეს . შექმნეს ხელოვნური პეპტიდი, რომელი ტიპის ბუნებრივი პეპტიდიც ამ სინდრომის დროს დარღვეულია. ეს უდიდესი საშველია ამ დაავადებების უამრავი შემაწუხებელი სინდრომის მართვისას. მაგრამ, ისიც აღნიშნულია ამ თანამედროვე აღმოჩენის რეზიუმეში, რომ თუ ნებისმიერი დაავადება ადექვატურად იმართება ბიოქიმიური რეაქციების გასწორებით, ამინომჟავების კონტროლით და დაზიანებული პეპტიდების შესაბამისი რეაქციების გამოსწორებით, მაშინ თავად ბუნებრივი პეპტიდი აღდგება და ათეულობით მეტ წელს იცოცხლლებს ადამიანი, ვიდრე ხელოვნური პეპტიდით. ა მ ითაც ყველა მიხვდება, რა განსხვავებაა სტანდარტულ ანუ ქიმიურ და არასტანდარტულ ანუ ნატურალურ მკურნალობაში, რომელიც დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების გამოსწორებით მიდის . რასაც მაქსიმალურად ვაკეთებ ყველა პაციენტზე. ბუნებრივი გზების აღდგენაზე რომ მუშაობს ექიმი, ის ბევრ პაციენტს ვერ მიიღებს. რადგან, თითოეულს ბევრი დრო და დიდი ჯაფა სჭირდება. ვერცერთ დაავადებას ვერ მოარჩენ ,პათოლოგიის სიმძიმეს ვერ შეაჩერებ, კიბოს დამართებას ვერ აიცილებ პეპტიდების კონტროლის გარეშე. პეპტიდების – დაზიანებული, არეული ცვლების დალაგებით——ჰეიფლიკის ლიმიტი ანუ სიცოცხლე ხანგრძლივდება ;მელატონინი მხოლოდ მაშინ ასრულებს ეპიფიზის მიცემულ სასიცოცხლო დავალებას; ფილტვის ფიბრობლასტებში და ლიმფოციტებში ტელომერები ზომაში იცვლებიან; ღეროვანი უჯრედები გამრავლებას აცხოველებენ; მეხსიერება ბრუნდება, მძიმე დაავადებები რჩება, კიბოთ არ კვდებიან, ალცჰაიმერი უკან იხევს, დაბერება ჩერდება.
თუ პედიატრს ბავშვის მეთვალყურეობაში თიმუსზე არა აქვს მკვეთრი აქცენტი, ბავშვს არ ექნება იმუნიტეტი. რადგან ბავშვის იმუნიტეტს ამაღლებს—– მხოლოდ თიმუსის ჯირკვლის პეპტიდების სიჯანსაღე. ამერიკული და ევროპული იმუნოლოგიური ხანგრძლივი ცდების შემდეგ დადგენილია——თიმუსის ჯირკვლის პეპტიდები საკმაოდ ახანგრძლივებენ სიცოცხლეს. აქამდე მედიცინას ეგონა, რომ თიმუსის ჯირკვალი, მარტო სასუნთქი სისტემის იმუნიტეტთან იყო კავშირში. ასევე დამტკიცებულია, რომ თიმუსის პეპტიდები პირდაპირ ზემოქმედებაშია ენდოკრინულ სისტემაზე. იხილეთ ჩემი სტატია თიმუსზე. პედიატრიულ კონტიგენტში უეცარი სიკვდილობა თიმუსის უკმარისობაზე გადის. უმეტესად ჩივილების გარეშე. მხოლოდ წონის მატება იპყრობს ყურადღებას. ბევრჯერ აღმინიშნავს—–ადამიანები ,რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, თუნდაც კიბო, ყოველთვის კვდებიან იმუნოდეფიციტური ფილტვების ანთებით. რომელსაც ხველა არა აქვს. მათ შეეძლოთ მეტი ეცოცხლათ, ამ ტიპის ანთების გამოცნობა რომ მომხდაროყო, რომელიც თიმუსის პეპტიდების ნაკლებობის ან სისუსტის გამო ვითარდება.
ციტოკინები სიცოცხლის ბოძებია. მაგრამ, გადახრილი ციტოკინები ყველა მძიმე დაავადების მთავარი გამხანგრძლივებლებია. KE პეპტიდი ციტოკინებშია. იქ სადაც ციტოკინური გადახრებია ეს პეპტიდი, რა თქმა უნდა მოშლილია ,მაგალითად—–რინიტის, ასთმის, ფილტვის და ღვიძლის პრობლემის, ნაღვლის ბუშტის პრობლემის, შაკიკის, ფარისებრის პრობლემის, ქოლესტერინის სიჭარბის, ეგზემის , ფსორიაზის, ვიტილიგოს და სხვა დროს. რაც უფრო არანატურალურად იკვებები და ბოღმიან გარემოცვაში ხარ, მით უფრო იწურება ჰეიფლიკის ლიმიტი. არამყარი მენტალობის ინდიფერენტული ადამიანებისგან გაგიგონიათ——რატომ არ უნდა მოვწიო სიგარეტი და მაგალითად მოჰყავთ ვიღაც მწეველი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა. ის მწეველი არის გენეტიკურად უნიკალურად ჯანმრთელი პეპტიდების იშვიათი ვარიანტი. დიდ ტექსტს არ დებს და ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ თითოეულის დახასიათებას . ამიტომ, ბუნებრივია ,გაგრძელება და თითოეული პეპტიდის აღწერა მომდევნო თავებში იქნება.