როგორი იყო ნამდვილი გურული სახლი

გურიაში ე.წ. ოდასახლების აშენება 1877-78 წლების რუსეთ თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ დაიწყეს, რაც გურიაში სამუშაოდ ჩამოსულ ლაზ ხუროების დამსახურებაა. ამ პერიოდამდე არსებული გურული სახლები სხვა სტილის გახლდათ, რისი ნათელი მაგალითია 1863 წელს გაზეთ ლე მონდში გამოქვეყნებული ნიგოითში არსებული მაჭუტაძეების შატო (ამავე ჟურნალში გამოქვეყნებულია მაჭუტაძეების სახლის ინტერიერიც).
.
გურული სახლის სტილზე საუბრობს აგრეთვე პრუსიელი მკვლევარი ბარონ აუგუსტ ფონ ჰაქსტაუზენი, რომელიც აღნიშნავს, რომ გურული სახლები (“ტრანსკავკასია”) გარეგნულად ძალიან ჰგავდა ვესტფალიურ სახლებს, აქვე აზუსტებს, რომ გურიაში ისეთივე სახლები იყო როგორსაც აშენებდნენ მეკენში – „ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესო იყო გურული გლეხის სახლის გარეგანი მსგავსება ვესტფალიური სახლების თავდაპირველ ფორმასთან, მაგალითად ისეთ სახლებთან როგორებიც გვხვდება მეკკენში“.
.
ჰაქსტაუზენის ზემოხსენებულ მოსაზრებას სრულად შეესაბამება ლემონდში გამოქვეყნებული მაჭუტაძის სახლის ვიზუალური მხარე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მაჭუტაძის სახლის დეტალებს შეიცავს 1877 წელს ჟურნალ ვსემირნაია ილუსტრაციაში გამოქვეყნებული ქართული სახლი (ამავე ჟურნალში არის გურული სახლების ულუსტრაციები, რომლებიც ჰაქსტაუზენის ილუსტრაციების ანალოგია).
.
შესაბამისად ეს ილუსტრაციები მთლიანობაში იძლევა საშუალებას წარმოდგენა შეგვექმნას გურიაში არსებულ სახლებზე, რომლებიც ჩემი აზრით გაცილებით უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან ვიდრე ოდასახლები.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share