ევროინტეგრაცია შეჩერებულია არჩევნებამდე, ყველა გველოდება – ზურაბიშვილი

“ყველაფერი შეჩერებულია არჩევნებამდე – ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საუბრობს და პასუხობს შეკითხვას, საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაფინანსებების შეწყვეტის შესახებ.

”ეს არის მთელი ჩვენი დღევანდელი და ჩვენი საზოგადოების ამოცანა, ეს არის სრულიად დამოკიდებული არჩევნებზე. ყველა გველოდება, ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული და არა სამუდამოდ გაყინული ან გადახედული. ეს შეჩერება არის შეჩერება არჩევნებამდე, რომ ყველამ დაინახოს, სად არის საქართველოს მოსახლეობის ნება. ნების გამოხატვის შემდეგ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, თუკი ეს ნება გამოიხატება იმ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. და ეს პარტიები იღებენ ამ მხრივ ვალდებულებას, პარლამენტში ვინც შევა და როგორც შევა, იმ ძალით რაც შევა, რომ შეასრულონ ეს ქარტია, მიიღონ ის კანონმდებლობა, გააუქმონ ის ანტიევროპული კანონმდებლობები, რაც მიღებული იქნა ბოლო პერიოდში, სიმბოლურად ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული კანონი და ამითი დაუდასტურონ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ გზას. მე ვიძლევი პირობას, რომ ამ ქარტიის შესრულებისთანავე ვიქნები და ვივლი იმ ევროპაში რასაც მიკრძალავდნენ და ვეღარ ამიკრძალავს ვერავინ იმისთვის, რომ დავიცვა საქართველოს პოზიციები, რომ ჩვენ ვართ ღირსი, რომ აღგვიდგინონ ყველა ის პირობები, რაც არსებობდა აქამდე და დავუბრუნდეთ იმ გზას ისე, რომ დიდად არ დავაგვიანოთ და არ ვიყო ჩამორჩენილი. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გზა გავლილი მანამდეც… – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტიკა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share