კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებიდან 76 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

რუსეთში, კურსკის ოლქის სასაზღვრო რეგიონებიდან 76 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არტემ შაროვი ავრცელებს. 

“საერთო ჯამში, ამჟამად განლაგებულია 60 დროებითი განსახლების ცენტრი, სადაც განთავსებულია 4,4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 26 დროებითი განსახლების ცენტრი განლაგებულია უშუალოდ კურსკისა და ტვერის რეგიონებში“ – ამბობს შაროვი.

შეგახსენებთ, რომ კურსკის ოლქში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორს, რომლებიც რეგიონში 6 აგვისტოს შევიდნენ, დაიკავეს დასახლებები, ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share