პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი ავრცელებს.
ხრინინის თქმით, სამხედრო ტექნიკა გომელის და მოზირსკის ტაქტიკურ მიმართულებებზე განთავსდება.
ცნობილია, რომ საზღვარზე ისკანდერის ტიპის რაკეტები და პოლონეზის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები განთავსდება.