დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის სტადიონზე საფეხბურთო, ამხანაგური მატჩი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საფეხბურთო სექციის ფეხბურთელებმა, თბილისის ,, ვიტ ჯორჯიას” გუნდთან გამართეს.
თამაში აზარტულად, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.
ბურთის ფლობის და ტექნიკური უპირატესობა თამაშის დაწყებისთანავე ჩვენი ბიჭების მხარეს იყო. ამას დაემატა იღბლიანი დღე და ეს ყველაფერი საბოლოო ანგარიშზე 7 : 1 აისახა.
გუნდი ასპარეზობისათვის – გოჩა კრასოტკინმა, რამაზ ასკურავამ, თორნიკე წულაძემ და გია გოგუამ მოამზადეს.
მორიგი ამხანაგური თამაში, იგივე გუნდებს შორის , სამშაბათს , ისევ ბოხვაურის სტადიონზე, 17 სთ. გაიმართება.
აქვე გეტყვით იმას, რომ ოზურგეთელმა ბიჭებმა სამეგრელოს ზონის პირველი ტურის გათამაშება წარმატებით დაასრულეს და ჩვენი ფეხბურთელები გათამაშების ლიდერები არიან.
სპორტის გაერთიანების ცენტრი