”ემოციებს ვერ გეტყვით, მძინავს ახლა, მგონია, სიზმარში ვარ, არ გამეღვიძოს. მადლობა გულშემატკივარს. ყველას, სათითაოდ. უფალს მადლობა, რომ დავბრუნდი. თან, მაგრად დავბრუნდი […] რაღაცები მახსოვს, რაღაცები არა. იმიტომ, რომ ძალიან დიდ ემოციაში ვიყავი. მაგრამ, მახსოვს, ყველა შეძახილს, რასაც ჩემი მწვრთნელები, გუნდის წევრები მეძახდნენ, კარგად ვიაზრებდი. თითქოს დაღლის მომენტიც იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავლახეთ. წლებია, ამ მომენტს ველოდებოდი. წინა, ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალიან ცუდი შეხვედრა წავაგე. იმის შემდეგ, თითქმის არცერთი ტურნირი არ მომიგია, მაგრამ დავბრუნდი და გავიმარჯვე. ძალიან გიჟური ემოციებია, ვერ ვიჯერებ.”-