უმძიმესი სტატისტიკა – საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს

საქართველოში ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ეს არის დღევანდელი რეალობის უმძიმესი სტატისტიკა. ფაქტია, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ოჯახებს მინიმალური საჭიროებითაც ვერ აკმაყოფილებს.

გაჭირვებული ოჯახები, შიმშილთან ერთად, წლიდან წლამდე საკუთარ შვილებს ელემენტარულ პირობებს ვერ უქმნის. ამ ფონზე კი, სოციალურ მუშაკთა რაოდენობა ქვეყანაში მცირდება, ანუ იმ პირების ვინც პასუხისმგებელია გაჭირვებული ბავშვები აღრიცხოს და მათ დახმარება გაუწიოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share