ხვალ, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს პირველობის, ფეხბურთში, მეოთხე ლიგის მორიგი ტურის მატჩი გაიმართება.
მუნიციპალურ “მეგობრობაზე” ოზურგეთის “მერცხალს” აბაშის “ავტომობილისტი” დაუპირისპირდება
ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ კიდევ ერთი დაპირება შესრულებულია – ასე ხუმრობით ეხმაურებიან ოზურგეთში ამ დაპირისპირებას,
მოგეხსენებათ, გასულ წელს, როცა რეგიონალ ლიგაში მოასპარეზე “მერცხალმა” მეოთხე ლიგის საგზური მოიპოვა-ოზურგეთის მერმა. ავთანდილ თალაკვაძემ, რომ იტყვიან “არც აცია და არც აცხელა” და განცხადება “გამოაცხო” – “გილოცავთ! ოზურგეთში დიდი ფეხბურთი დაბრუნდა!”
ამ განცხადებამ ადგილობრივებში მხიარულება გამოიწვია, რაც მერის მისამართით დამცინავ კომენტარებში გადაიზარდა.