კოალიციამ “ცვლილებისთვის” რეგიონული ოფისი ოზურგეთში გახსნა

კოალიცია “ცვლილებისთვის” სამეგრელოს შემდეგ ოფისების გახსნას გურიაში განაგრძობს. ამ წუთებში გაერთიანების წევრები ადგილობრივებთან ერთად ოზურგეთში არიან შეკრებილი. შეხვედრაზე მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და ცვლილებების საჭიროებაა. ადგილობრივებს სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებთ, რაზეც კოალიციის ლიდერებს მიაწოდეს ინფორმაცია.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრები დილით ლანჩხუთში იმყოფებოდნენ. რეგიონული ოფისის გახსნა დაგეგმილია ჩოხატაურშიც. ხვალიდან კი შეხვედრები აჭარაში გაგრძელდება. თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით გაერთიანება 100-მდე ოფისის გახსნას გეგმავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share