დირექტორმა დაგვიბარა, რომ შეხვედრა არის მთავრობასთან – “ოცნების” ყრილობაზე მისული პედაგოგი

მცხეთაში, “ქართული ოცნების” პარტიის ყრილობა დაიწყო – ადგილზე, ძირითად შემთხვევაში, საჯარო მოხელეები არიან მისულები.

როგორც მოქალაქეები “პირველებთან” საუბრის დროს აცხადებენ, არ იციან, თუ რა სახის ღონისძიებაზე იმყოფებიან.

დირექტორმა დაგვიბარა, რომ შეხვედრა არის მთავრობასთან და ისიც არ ვიცი, ვინ მთავრობასთან” – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი.

”ვმუშაობ მცხეთის მესამე საჯარო ბაღში და დირექტორმა დაგვიბარა, რომ შეხვედრა არის მთავრობასთან და ისიც არ ვიცი, ვინ მთავრობასთან და მოვედით. არ ვიცით, რატომ უნდა შევხვდეთ”, – ამბობს მოქალაქე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share