ლუგანსკის ოლქში 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის განცხადებით, ოლქში 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება.

„ეს ის ნაწილებია, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან ლუგანსკის ოლქში, რომლებიც ცდილობენ თავდასხმას და წარმატების მიღწევას ნებისმიერი მიმართულებით, სადაც კი შესაძლებლობა ექნებათ,“ – აღნიშნა გაიდაიმ.

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები არ წყვეტენ მცდელობებს, უკრაინის ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share