საქართველოს ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში “ნაციონალურ მოძარაობას” ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ “ომი თავიდან ვერ აირიდა“.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარტიის ყრილობაზე წინა ხელისუფლებას “კრიმინალურ ბანდად” მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ ენმ-მა საქართველოს ძირძველი ტერიტორიები ოკუპანტს, ფაქტობრივად, აჩუქა.
“ნაციონალკური მოძრაობამ” ომი ვერ აირიდა. დაბრუნეს რუსეთის ჯარი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა 2007 წელს. ჩააბარეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები და მოახდინეს მათი ოკუპაცია. გადასცეს და ფაქტობრივად, აჩუქეს კოდორის ხეობა”, – ამბობს ღარიბაშვილი.