ნიადაგის ნაყოფიერ ფენას ასევე, ჰუმუსოვან ფენას უწოდებენ. მისი მენეჯმენტი, არის პროცესი, რომლის დროს ხდება ნიადაგის ამ ფენის გარკვეულ ტერიტორიაზე დასაწყობება და განსაზღვრული წესების მიხედვით შენახვა. ეს მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც რეგულირდება კანონმდებლობით. ამ წესის დაცვის აუცილებლობას განაპირობებს ის, რომ ნიადაგის ნაყოფიერი ფენა გაჯერებულია ორგანული ნივთიერებებით, მიკორორგანიზემებითა და საკვები ნივთიერებებით, რაც ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მცენარის ზრდასა და განვითარებაში. სწორედ ის უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდებას მცენარისთვის. აღსანიშნავია, რომ 1 სმ ნიადაგის ნაყოფიერი ანუ ჰუმუსოვანი ფენის წარმოქმნისთვის დაახლოებით 100-დან 1000 წლამდეა საჭირო, რაც სხვადასხვა ფაქტორებზე არის დამოკიდებული
ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურული (და არა მარტო) პროექტის განხორციელება ხშირ შემთხვევაში მოითხოვს ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნას. თუმცა, როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობა, კერძოდ, „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამეტი მკაცრად განსაზღვრავს მისი მოჭრისა და დასაწყობების წესებს.
კომპანია ბახვი ჰესის მიერ, მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოების პერიოდში, მიწის ზედაპირიდან მოხსნილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენა განთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე. არაუმეტეს 2.5 მ-ის სიმაღლის კავალიერების სახით, რომლის დახრილობის კუთხეც 450-ს არ აღემატება. ამასთან, წვიმისა და ქარის შემთხვევაში დასაწყობებული ნაყოფიერი ფენის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ნიადაგი მცირედად კომპაქტირებულია.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, დასაწყობებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენა ძირითადად გამოყენებული იქნება პროექტის დროს გამოყენებული დროებითი ტერიტორიების პირვანდელი სახის დასაბრუნებლად.