ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საღამოს ვიდეომიმართვაში ხარკოვის დღევანდელ მასშტაბურ დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კურსკში, უკრაინის არმიის მოქმედების სისწორეს:

“ყოველი ასეთი თავდასხმა ხარკოვზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და სოფლებზე ადასტურებს ჩვენი ტაქტიკის სისწორეს, განსაკუთრებით კურსკის რეგიონში – ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ომი სახლში, საიდანაც ის უკრაინაში მოიტანეს. და არა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებში. ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს რა არის ომი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share