“მე ვხედავ ასე, რომ 27 ოქტომბერს პარლამენტში “ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება და კოალიციაში იქნებიან სხვადასხვა პარტიები“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ეკა ბესელიამ “ტვ პირველის “ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, სწორეს ამ დღიდან დაიწყება “ქარტიის“ იმ პუნქტების შესრულება, რომელსაც ოპოზიციამ მოაწერა ხელი.’
”მე ვხედავ ასე, რომ 27 ოქტომბერს პარლამენტში “ქართული ოცნება“ ოპოზიციაში იქნება და კოალიციაში იქნება სხვადასხვა პარტიები. იწყება ქარტიის პირველი პუნქტის შესრულება- ეს არის რუსული კანონის გაუქმება, ასევე ამნისტიის კანონი, რომელიც არის წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სატყუარა და ბევრი პატიმარი ელოდება. ქარტიაში გვიწერია, რომ ნამდვილ ამინისტიას მივიღებთ. შემდეგ არის უსერიოზულესი პროცესი, რომელსაც პრეზიდენტი წარუძღვება – ეს არის მთავრობის დაკომპლექტება და ბეტინგის პროცესი, მართლმსაჯულების სისტემის სისტემური რეფორმა, ყველა იმ მოსამართლის შემოწმება, რომელიც ანგრევს ქვეყანაში სამართლიანობის პრინციპს“,- განაცხადა ბესელიამ