“ჩვენ და მარგველაშვილი თანამოაზრეები ვართ, დანარჩენს გავიგებთ“ ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეუერთდება თუ არა მათ კოალიციას, “ამაზე მოგვიანებით იქნება საუბარი.“
”მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მარგველაშვილი ყოველთვის იყო და იქნება არჩევნებისთვის აქტიურად ჩართული, რა ფორმით, როგორი ფორმით, რა ნაბიჯებს გადადგამს თვითონ, ამაზე მოგვიანებით იქნება საუბარი. ის რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი დავადასტურო რამე გადაწყვეტილება. გიორგისთან პოლიტიკური ურთიერთობა ყოველთვის გვქონდა, ამაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია“,- განაცხადა ჩიხრაძემ