”უპირობოდ – ხელისუფლება იცვლება და ასევე შემიძლია, ვთქვა, რომ საერთოდ არ არის საეჭვო ეს ამბავი – რაც არ უნდა აკეთოს ხელისუფლებამ, ის შეიცვლება. არამარტო გაზომვებით და განწყობებით იცვლება, ეს დათქმაც ძალიან მნიშვნელოვანია, შუაზე რომ გასკდეს ქართული ოცნება, გააყალბოს, გადაწეროს, შეაშინოს, მოისყიდოს, ის მაინც წააგებს, ყველა ვარიანტში ასე მოხდება.
ჩვენ, სხვა ოპოზიციურ ძალებსაც, ვიმედოვნებ, მაგრამ მე შემიძლია, ჩვენი კოალიციის სახელით გითხრათ, ჩვენ ვიცით, როგორ მოვიყვანოთ ხალხი საარჩევნო უბნებზე, კრიტიკულად განწყობილი ადამიანები, მათ შორის არამარტო ჩვენი ამომრჩეველი, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი დანამდვილებით და ვიცით, როგორ დავიცვათ მათი ხმები” –