ღარიბ რუსეთში მიგვათრევენ, როცა კარი გაგვეღო ყველაზე მდიდარი ქვეყნების ერთობაში – ელისაშვილი

”ამოგვგლიჯეს ჩვენი ბუნებრივი განვითარების გზას, უნდათ, ამოგვგლიჯონ და სადღაც, კრიმინალით, კორუფციით სავსე და ღარიბ რუსეთში მიგვათრევენ, როდესაც აქეთ კარი გაგვეღო ჩვენი ერის ისტორიაში პირველად, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ქვეყნების გაერთიანებაში. გვეძახის, რომ კარი ღიაა, ქართველებო, თქვენ თქვენი თავგანწირვით, ბრძოლით, შეუპოვრობით, დაიმსახურეთ, რომ იყოთ ყველაზე მდიდარი ქვეყნების კლუბის წევრი და ამ დროს ჩვენი რუსული აგენტურით და რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება წიხლით ცდილობს ამ გაღებული კარის მიხურვას. ”

განაცხადა ალეკო ელისაშვილმა კოალიცია ძლიერი საქართველოს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share