“დასაქმდით ვინმე რუსულ კაფეში? თუნდაც ჭურჭლის მრეცხავად?”

ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ბათუმში რუსებმა გახსნეს რესტორანი, სასტუმროები. პერსონალიც სულ რუსები ყავთ. მომსახურეობაც მარტო რუსულადაა. შედის ქართველი და რუსულად უნდა მისცეს შეკვეთა. ახლა დაიწერა რომ რუსული სკოლაც გაიხსნა. სახელმძღვანელოები რუსეთისაა. განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა – ჩვენო აკრედიტაცია არ მიგვიციაო.

ოკ, მაშინ აღარ ვინერვიულებთ, თუ არ მიგიციათ.

პარალელურად დღეს სვეტიცხოველში ლიტურგია რუსულად ჩატარდა.

ყველაფერ ამას კადიროვის თანამდებობიდან “წასვლა” ვერ გადამიფარავს. ეგ ისე წავა როგორც ბიძინა წავიდა.

შეკითხვა მაქვს – კიდევ ფიქრობს ვინმე, კარგია ათობით ათასი რუსი ბიზნესს რომ არეგისტრირებს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას წაადგებაო?

დასაქმდით ვინმე რუსულ კაფეში? თუნდაც ჭურჭლის მრეცხავად?”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share