ცნობილი იტალიელი მსახიობი, მონიკა ვიტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
მონიკა ვიტი ცნობილია რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებში მონაწილეობით. იტალიური მედია მონიკა ვიტის მიქელანჯელო ანტონიონის მუზას უწოდებს.
მონიკა ვიტი ისეთ ფილმებში მონაწილეობდა, როგორიცაა “თავგადასავალი”, “ღამე”, “აკატონე”, “დაბნელება”, “წითელი უდაბნო”, “თავისუბლების ფანტომი” და ა.შ.
სერიოზული გენეტიკური დაავადების გამო, მსახიობი ბოლო 20 წლის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა.