ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, სპორტიც ადამიანების დაპირისპირების სუბიექტი გახადონ, ეს დიდი დანაშაულია – ამის შესახებ მატჩის საგულშემატკივროს რესპუბლიკის მოედანზე მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
”ვიღაც-ვიღაცები კი ცდილობენ, სპორტიც გახადონ სუბიექტი იმის, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არის დიდი დანაშაული, რადგან სპორტი არის სწორედ ერთობის არაჩვეულებრივი მომენტი. მე ვუსურვებ ამ ქვეყანას, ეს ერთობა მხოლოდ სპორტში არ გვქონდეს იმისთის, რომ გახდეს საქართველო ევროპული ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.