”ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.
ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ.
მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა – უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ.