ურაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მოსკოვის “ლოკომოტივი” გერმანელმა მწვრთნელმა მარკუს გიზდოლმა პროტესტის ნიშნად დატოვა, – იტყობინება “ბილდი”.
“ჩემთვის სამწვრთნელო საქმიანობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოა, მაგრამ არ შემიძლია ვიმუშავო ქვეყანაში, რომლის ლიდერი პერსონალურადაა პასუხისმგებელი ევროპის ცენტრში ომის დაწყებაში. ეს არ შეესაბმება ჩემს ფასეულობებს, ამიტომ დაუყოვნებლივ გადავდექი მოსკოვის “ლოკომოტივის” მწვრთნელის პოსტიდან.
მე არ შემიძლია მოსკოვის ბაზაზე ყოფნა, ვავარჯიშო ფეხბურთელები და შევინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც ჩემგან რამდენიმე კილომეტრში გაიცემა ბრძანებები, რომლებიც მთელი ერის დიდ ტანჯვას იწვევს.
ეს ჩემი პირადი გადწყვეტილებაა და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული
ვარ”, – ციტირებს გიზდოლს გამოცემა.