ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი პოლონეთიდან ვიდეომიმართვას ავრცლებს:
“ჩვენ ომის დროს მოგვიწია უკრაინაში ყოფნის დროს. ჯერ არ ვართ თბილისში ჩამოსულები. თავი შევაფარეთ პოლონეთს. გულგრილად არ შემიძლია ლაპარაკი ომზე და ყველაფერზე, რაც უკრაინაში ხდება. ეს ქვეყანა გახდა ძალიან ახლობელი ჩვენთვის. ის თეატრები, სადაც ჩვენ გამოვდიოდით, ვმართავდით კონცერტებს, დღეს დანგრეულია. დღეს ამ ხალხს სჭირდება გვერდზე დგომა და ის ხალხი გრძნობს ამას, ხალხი გრძნობს, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს.
ჩვენო ძვირფასო უკრაინელებო, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. საქართველო თქვენთან ერთად არის”, – ამბობს ვიდეომიმართვაში ნინო სუხიშვილი.