ოზურგეთის საჭადრაკო ფედერაციაში, თორნიკე ხვედელიძის სახელობის მემორიალური ტურნირი ჭადრაკში დასრულდა

ტურნირი, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა, რომელშიც 18 მოჭადრაკე გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდა.

მაღალი კონკურენციის პირობებში, გამოვლინდა 4 საპრიზო ადგილი: I-ლი მიხეილ აფხაზავა (ლანჩხუთი), II – გივი სიამაშვილი (ოზურგეთი), III – ლუკა ქორიძე (ჩოხატაური) და IIII – გივი ქორიძე (ჩოხატაური).

საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნული ტურნირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის – სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, ოზურგეთის ჭადრაკის ფედერაციაში ყოველწლიურად ტარდება და იგი, 2013 წელს ტრაგიკულად გარდაცვლილი მოჭადრაკის – თორნიკე ხვედელიძის ხსოვნას ეძღვნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share