თალაკვაძე, ლაშხი, სანიკიძე – ვინ ვეღარ მოხვდა ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში

”ქართულმა ოცნებამ” დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

სიას რამდენიმე ახალი სახე შეემატა, მათ შორის სპორტსმენები – გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძე, ასევე ქართული ოცნებიდან ფორმალურად გამიჯნული ხალხის ძალის დეპუტატებიც – სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი, თუმცა სიაში აღარაა საპარლამენტო გუნდის რამდენიმე წევრი.

სიაში აღარ არიან: არჩილ თალაკვაძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის მე-2 ნომერი იყო, მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე, დავით კაჭარავა, ბექა დავითულიანი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, გიორგი ამილახვარი.

ვინ არიან ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში – ვრცლად

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share