“იშვიათად ვხსნი ფბ-ს და რას ვხედავ?…ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ყველა “ცოდვებს” უხსენებენ…ერთგულებას მიშა არ ითხოვდა…ყველას პატიობდა”-სევდია უგრეხელიძე

პოლიტიკოსი სევდია უგრეხელიძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი თქმით, ენმ-ის ხელმძღვანელის არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, პარტია მაინც გაიხლიჩება.

„იშვიათად ვხსნი ფბ-ს და რას ვხედავ? ლანძღვა-გინების ნიაღვარს. ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს ყველა “ცოდვებს” უხსენებენ, ლამის უბიწობის ან სისხლის ჯგუფის ცნობა მოსთხოვონ. ერთგულებას მიშა არ ითხოვდა-ყველას პატიობდა.

მაშინ აჯობებს, უცხოეთიდან მოვიწვიოთ ვინმე მენეჯერად. მაგალითად, კუბილიუსი. მაინც ყველას ნაცებს ეძახის ქოცპროპაგანდა.

აბა, “წმინდა სისხლის” ნაცი მე ვარ, მაგრამ კანდიდატობას არ ვაპირებ. ამ ბრალდებებით რას ვაღწევთ? ვინც გინდა აირჩიონ, პარტია გაიხლიჩება. მტერი გაიხარებს“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share