პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციებზე რუსეთის ახალი რეაგირების შესახებ – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ფორმულირება ასეთია განკარგულება – “საპასუხო სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ გარკვეული უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით”.
განკარგულების თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს, მუნიციპალურ ხელისუფლებას, ასევე რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციებსა და პირებს ეკრძალებათ:
- განახორციელოს ტრანზაქციები რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი ფიზიკური პირებისა და კომპანიების სასარგებლოდ;
- შეასრულოს ასეთ პირებთან საგარეო სავაჭრო ტრანზაქციებით ნაკისრი ვალდებულებები, თუ გარიგება ჯერ არ დასრულებულა;
- განახორციელოს ფინანსური ოპერაციები, რომლის ბენეფიციარები არიან სანქციების დაქვემდებარებული პირები.
- აკრძალულია პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტი, თუ მიწოდება განხორციელდება რუსეთის სანქციების ქვეშ მყოფი პირების სასარგებლოდ.
საპასუხო სანქციების ქვეშ მყოფი პირების სია მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა დაადგინოს.