“თუ უკრაინას დასავლური შორს მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მიეცემა, საპასუხო რეაქცია იქნება”, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს და დასავლეთის მისამართით იმუქრება.
„ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართულობის ხარისხს“, – ამბობს პესკოვი.