„მხოლოდ ორიოდე სიტყვა ევროპარლამენტის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული რეზოლუციის მიღების შესახებ. დღეს, როცა საქართველოში იმდენი ტელეკომპანია მაუწყებლობს, რომ სათვალავიც აირია, როცა ყველამ ამოიდგა ენა და ვისაც, რა უნდა, იმას დაუფარავად ამბობს, ამ დროს ევროპარლამენტარების უმრავლესობის პოზიცია მედიის თავისუფლების საფრთხეზე, ჟურნალისტების დევნაზე და სიტყვის შეზღუდვაზე, სხვა არაფერია, თუ არა თვალზე ლიბრის გადაკვრა და იმის დემონსტრირება, რომ მათი მხრიდან მედიის თავისუფლება ბრალდებულ ნიკა გვარამიას თავისუფლებით იწყება და მთავრდება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს.