ფაქტი, რომ ოცნება მზადაა, რუსეთის სამსახურისთვის ყველაფერი მოისროლოს, რთული გასაგებია – შაჰინი

”აშშ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს პარტნიორი, მხარს უჭერდა მის დემოკრატიას, თვითგამორკვევას, უსაფრთხოებას. ეს ურთიერთობები საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა. ის ფაქტი, რომ ქართული ოცნების მთავრობა მზად არის ეს ყველაფერი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.”

განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობები განიხილეს. განხილვის საგანი, მათ შორის, საქართველოში არსებული ვითარება და რუსული კანონიც იყო.

სხდომაზე სენატორებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს მოუსმინეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share