ქველი ჩხატარაიშვილი მამუკა თავდგირიძის შუა გურიაში გადასვლასთან დაკავშირებით
.
„თურქებმა ააოხრეს ქობულეთის მხარე, აიკლეს სოფლები, გადასწვეს სახლები და ეკლესიები და ტყვედ გაიტაცეს მრავალი მცხოვრები. მამუკა თავდგირიძემ თავისი ხელქვეითებით ვერ შესძლო თურქებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და თავისი ოჯახითა და ამალითურთ მთავარს შემოეხიზნა. ერთი ცნობით თავდგირიძესთან ერთად შუა გურიაში შემოვიდა 400 კაცი, მათ შორის აზნაურებიც.
.
მამუკა თავდგირიძეს თავდაპირველად სოლომონ I-ის დახმარების იმედი ჰქონდა, იმერეთისკენ დაიძრა და თავისი ხალხით და ჯოგებით საჯავახოში დაბანაკდა. მაგრამ შემდეგ ამჯობინა კვლავ გურიელთან მისულიყო. მამია IV, როგორც ჩანს სოლომონ I-ის მოთხოვნით, იძლებული გახდა მამუკა თავდგირიძისათვის მიეცა ს. აკეთი თავისი მიდამოებით. მამუკა თავისი უახლოესი პირებით აკეთში დასახლდა, დანარჩენები კი გურიის სხვადასხვა სოფლებში დასახლდენენ.“
– მაცნე 1964 წელი #4 – ფრაგმენტი ქველი ჩხატარაიშვილის „გურიის სამთავროს პოლიტიკური ისტორიიდან“
– აკეთის ეკლესია
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა