კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, პოლიცია ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომელს ეძებს.
წყარო ძალოვანი უწყებიდან ჰყვება, რომ მან სასტიკი მკვლელობის შემდეგ მიმალვა შეძლო.
37 წლის კესარიას დანით ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დაახლოებით ერთი საათის წინ მოკლეს.
მსახიობის ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტვ პირველი