ხმაური და დაპირირისპირებაა ამ წუთებში ზუგდიდში – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს ფიზიკურად გაუსწირდნენ.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ანა წითლიძე თანამოაზრეებთან ერთად ბარამიას ქუჩაზე საარჩევნო შეხვედხრას მართავდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული – წითლიძე მომხდარს სუს-ის პროვოკაციას უწოდებს.
მისი თქმით, საარჩევნო ბუკლეტების დარიგების დროს ოპოზიციის წევრებს წინასწარი ინფორმაციით ოცნების მხარდამჭერები მიუცვივდნენ. დეპუტატი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებს სუსის აგენტი თეონა ქარდავა ხელმძღვანელობდა.